გოგნის ქარის ელექტროსადგური – როგორ შეიძლება ერთმა ინვესტიციამ რამდენიმე სოფლის ეკონომიკა შეცვალოს
Ukraine’s air defenses down 112 Russian drones, three missiles overnight
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,990 over past day
Vučić concedes defeat in Parliamentary election
მედია: ტრამპის ადმინისტრაცია ვიქტორ ორბანს გაეროს გენერალური მდივნის პოსტზე მხარს უჭერს – ვაშინგტონი რუსეთისა და ჩინეთის მხარდაჭერის მოპოვებასაც ცდილობს
Trump Administration backs Orbán for UN Secretary-General – media
FM Sybiha: War cannot be ended by stopping Ukraine’s resistance
Zelensky: Bipartisan support for Ukraine in U.S. grows stronger

აშშ-მა ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუციას ვეტო დაადო

ნახვები: 514 აშშ-მა ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუციას ვეტო დაადო

შეერთებულმა შტატებმა გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუციას, რომელიც ღაზაში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტას მოითხოვდა, ვეტო მესამედ დაადო და გადაწყვეტილების მიზეზად ის დაასახელა, რომ რეზოლუცია ძირს უთხრის მძევლების გათავისუფლების შეთანხმებაზე მიმდინარე მოლაპარაკებებს.

”ნებისმიერმა ქმედებამ, რომელსაც ეს საბჭო ახლა მიმართავს, ხელი უნდა შეუწყოს და არა შეაფერხოს ეს მგრძნობიარე მიმდინარე მოლაპარაკებებს და მიგვაჩნია, რომ რეზოლუცია, რომელიც ახლა მაგიდაზე დევს, რეალურად უარყოფითად იმოქმედებს ამ მოლაპარაკებებზე. ცეცხლის დაუყოვნებელი უპირობო შეწყვეტის მოთხოვნა შეთანხმების გარეშე, რომელიც „ჰამასს“ მძევლების გათავისუფლებას მოსთხოვს, არ მოიტანს გრძელვადიან მშვიდობას. ამის ნაცვლად, მან, შესაძლოა, გაახანგრძლივოს ბრძოლა „ჰამასსა“ და ისრაელს შორის“, - განაცხადა გაერო-ში აშშ-ის ელჩმა, ლინდა თომას-გრინფილდმა.

აშშ ერთადერთი ქვეყანა იყო, რომელიც ალჟირის მიერ წარდგენილი რეზოლუციის დამტკიცების წინააღმდეგი წავიდა, გაერთიანებულმა სამეფომ თავი შეიკავა, 13 ქვეყანამ კი მხარი დაუჭირა. შეერთებულმა შტატებმა შეიმუშავა ალტერნატიული რეზოლუციის პროექტი, რომელიც მხარეებს მოუწოდებს ცეცხლის დროებით შეწყვეტისკენ, როგორც კი შესაძლებელი იქნება და მოუწოდებს ისრაელს, ქალაქ რაფაჰზე დაგეგმილი შეტევა არ განახორციელოს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა