კოტე კემულარია: რუსეთი ქართული ღვინისა და სასმელების იმპორტის შეზღუდვით „ქართული ოცნებისგან“ მეტ დათმობას მოითხოვს
ეროვნულმა ბანკმა „ბიტექსჩეინჯი“ 572 მილიონ ლარზე მეტით დააჯარიმა — ნანა ყეინიშვილი საბჭოს საქმიანობას ჩამოაშორეს
დათო გამცემლიძე: მოსკოვის მიერ ქართული ღვინისა და მინერალური წყლების შეზღუდვა შესაძლოა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან თავდაუსხმელობის შეთანხმების მოთხოვნას უკავშირდებოდეს
ზელენსკი: რუსეთმა დიზელზე სანქციების მოხსნისთვის მადლობა ზაპოროჟიეში 12 ადამიანის მკვლელობით გადაიხადა
პაველ ჰერჩინსკი: საქართველოსა და ევროკავშირის მეგობრობას ანტიევროპული რიტორიკა აზიანებს
დიდი ბრიტანეთი ტრამპისა და პუტინის შეთანხმების საპასუხოდ: უკრაინის მხარდაჭერას გავაგრძელებთ და რუსეთზე სანქციებს შევინარჩუნებთ
Axios: ტრამპმა პუტინთან რუსულ დიზელზე შეთანხმება გადაწყვიტა, რადგან უკრაინამ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმები არ შეწყვიტა
პაველ ჰერჩინსკი: საქართველოში ადამიანები ტროტუარზე დგომისა და „ფეისბუქზე“ პოსტების გამო ციხეში მიდიან - ევროკავშირის მინისტრები ვითარების გაუარესებას განიხილავენ

გიორგი ვაშაძე - როგორ შეიძლება დღის წესრიგში არ იდგეს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების საკითხი

ნახვები: 559 გიორგი ვაშაძე - როგორ შეიძლება დღის წესრიგში არ იდგეს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების საკითხი

მთელი მსოფლიოს მასშტაბით დღის წესრიგში კიდევ ერთხელ მკაფიოდ დადგა მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების საკითხი, მეგობრებო, ეს არაა პარტიული მიკერძოებულობის თემა, ეს არის საკითხი, თუ რა ტიპის სახელმწიფოს ვაშენებთ, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარემ, გიორგი ვაშაძემ პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ვაშაძის თქმით, ნავალნის გარდაცვალების შემდგომ, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების საკითხი დღის წესრიგში კიდევ ერთხელ დადგა, რასაც მსოფლიო ლიდერების განცხადებებიც მოწმობს.

„მთელი მსოფლიოს მასშტაბით დღის წესრიგში კიდევ ერთხელ მკაფიოდ დადგა მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების საკითხი, მეგობრებო, ეს არაა პარტიული მიკერძოებულობის თემა, ეს არის საკითხი, თუ რა ტიპის სახელმწიფოს ვაშენებთ ჩვენ - ვაშენებთ ევროპული ტიპის დემოკრატიას, თუ ვაშენებთ სახელმწიფოს, სადაც ყოფილი პრეზიდენტები ციხეში არიან გამოკეტილნი უმძიმესი ჯანმრთელობის მდგომარეობით. ვაშენებთ სახელმწიფოს, რომელიც მაგალითია იმისა, რომ ქვეყანა წინ მიდის, თუ უბრალოდ დაპირისპირებაზეა აგებული.

როგორ შეიძლება დღის წესრიგში არ იდგეს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების საკითხი, მით უმეტეს, ნავალნის გარდაცვალების შემდეგ, მთელი მსოფლიო ლიდერები ამას პირდაპირ აკავშირებენ, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კითხვა დაუსვა არა მხოლოდ სალომე ზურაბიშვილს, არამედ მთელ საქართველოს და იმ ძალას, რომელსაც მიემართება კითხვა, თუ როდემდე აპირებს ასე გაგრძელებას, საქართველოს საზოგადოების გახლეჩას

დღეს უმნიშვნელოვანესი საკითხია, რომ საპატიმრო დაწესებულებიდან სააკაშვილის გათავისუფლება მოხდეს რაც შეიძლება სწრაფად, ეს მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, იმიტომ, რომ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები უყურებენ, თუ როგორ ექცევიან საქართველოს პრეზიდენტს, ეს ჩვენ ვერცერთ შემთხვევაში წინ ვერ წაგვიყვანს, ამიტომ მე ვუერთდები იმ ხელმოწერების კამპანიას, რომელიც დაიწყო მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით და საზოგადოებას მოვუწოდებ, ყველამ დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით, მნიშვნელოვანია, რომ ავაშენოთ ერთიანი, ძლიერი, დემოკრატიული საქართველო“, - განაცხადა ვაშაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა