კოტე კემულარია: რუსეთი ქართული ღვინისა და სასმელების იმპორტის შეზღუდვით „ქართული ოცნებისგან“ მეტ დათმობას მოითხოვს
ეროვნულმა ბანკმა „ბიტექსჩეინჯი“ 572 მილიონ ლარზე მეტით დააჯარიმა — ნანა ყეინიშვილი საბჭოს საქმიანობას ჩამოაშორეს
დათო გამცემლიძე: მოსკოვის მიერ ქართული ღვინისა და მინერალური წყლების შეზღუდვა შესაძლოა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან თავდაუსხმელობის შეთანხმების მოთხოვნას უკავშირდებოდეს
ზელენსკი: რუსეთმა დიზელზე სანქციების მოხსნისთვის მადლობა ზაპოროჟიეში 12 ადამიანის მკვლელობით გადაიხადა
პაველ ჰერჩინსკი: საქართველოსა და ევროკავშირის მეგობრობას ანტიევროპული რიტორიკა აზიანებს
დიდი ბრიტანეთი ტრამპისა და პუტინის შეთანხმების საპასუხოდ: უკრაინის მხარდაჭერას გავაგრძელებთ და რუსეთზე სანქციებს შევინარჩუნებთ
Axios: ტრამპმა პუტინთან რუსულ დიზელზე შეთანხმება გადაწყვიტა, რადგან უკრაინამ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმები არ შეწყვიტა
პაველ ჰერჩინსკი: საქართველოში ადამიანები ტროტუარზე დგომისა და „ფეისბუქზე“ პოსტების გამო ციხეში მიდიან - ევროკავშირის მინისტრები ვითარების გაუარესებას განიხილავენ

ისრაელი მძვლების გათავისუფლებას 10 მარტამდე დაელოდება, წინააღმდეგ შემთხვევაში გააფართოებს ოპერაციას სამხრეთ ღაზაში და ქალაქ რაფაჰში შევა

ნახვები: 560 ისრაელი მძვლების გათავისუფლებას 10 მარტამდე დაელოდება, წინააღმდეგ შემთხვევაში გააფართოებს ოპერაციას სამხრეთ ღაზაში და ქალაქ რაფაჰში შევა

თუ ღაზის სექტორში მყოფი ისრაელელი მძევლები მომდევნო რამდენიმე კვირაში არ გათავისუფლდებიან, მაშინ ისრაელი გააფართოებს მის ოპერაციას სამხრეთ ღაზაში და ქალაქ რაფაჰში შევა. ამის შესახებ ისრაელის ომის კაბინეტის წევრმა და თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ბენი განცმა განაცხადა.

„მსოფლიომ და „ჰამასის“ ლიდერებმა უნდა იცოდნენ – თუ რამადანისთვის ჩვენი მძევლები სახლში არ დაბრუნდებიან, ბრძოლები ყველგან გაგრძელდება, მათ შორის რაფაჰში“, – თქვა განცმა.

როგორც განცი აღნიშნავს, ისრაელი თავდასხმებს კოორდინირებულად დაიწყებს და ამერიკელ და ეგვიპტელ პარტნიორებთან ერთად ეცდებიან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციას, რათა მინიმუმამდე დაიყვანონ მსხვერპლის რაოდენობა მშვიდობიან მოსახლეობაში.

„მათ შეუძლიათ, გაათავისუფლონ მძევლები და ღაზის მოქალაქეები შეძლებენ რამადანის წმინდა დღესასწაულის აღნიშვნას“, – განაცხადა განცმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა