ელენე ხოშტარია ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმეზე: ამას ჰქვია ღალატის პროცესი – ოკუპაცია ბრალდება საქართველოს, დასავლეთი კი მტრად ცხადდება
დონალდ ტრამპი საფრანგეთს საზღვრების დაუყოვნებლივ ჩაკეტვისკენ მოუწოდებს – „მიგრანტებმა ქვეყანა ხელში ჩაიგდეს“
ევროკომისია ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმეზე: სასამართლო სისტემის შემაშფოთებელი ინსტრუმენტალიზაცია საფრთხეს უქმნის დემოკრატიულ პლურალიზმს
საფრანგეთში არეულობების გამო ქალაქების მერებს ნაწილობრივი კომენდანტის საათის დაწესების უფლება მიეცათ
ირაკლი ღარიბაშვილის საქმე სასამართლოს არსებით განხილვაზე გადავიდა – მოსამართლემ დაცვის მხარის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა
ჟურნალისტი ვახო სანაია საკუთარ საცხოვრებელ სახლთან დააკავეს – „ჩვენ არ გავჩუმდებით, რამდენი პატიმრობაც უნდათ, იმდენი გამოწერონ“
ირაკლი ღარიბაშვილის საქმის განხილვა ღია რეჟიმში ჩატარდება – სასამართლომ პროკურატურის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა
რომან გოცირიძე: ციფრული ფული გარდაუვალი განვითარებაა, თუმცა სახელმწიფოს მოქალაქეთა ფინანსებზე კონტროლის დამატებით ბერკეტებსაც აძლევს

თიბისის ტექსკოლას 1200-ზე მეტი მონაწილე ჰყავს

ნახვები: 535 თიბისის ტექსკოლას 1200-ზე მეტი მონაწილე ჰყავს

 

თიბისი ტექსკოლაში, მომავლის პროფესიები, მეორე სემესტრის ფარგლებში, 500-ზე მეტმა, ჯამში კი 1200-მდე უფროსკლასელმა შეისწავლა.

თიბისიმ, 2023 წელს, ახალი თაობისთვის, ტექნოლოგიების შემსწავლელი, სრულად დაფინანსებული ტექსკოლა დააარსა. სასწავლო პროგრამა განკუთვნილია ტექნოლოგიებით დაინტერესებული, საქართველოს ნებისმიერ რეგიონში მცხოვრები უფროსკლასელებისთვის.

UI/UX დიზაინის, ვებგვერდების პროგრამირებისა და გრაფიკული დიზაინის გარდა, ტექსკოლის მოსწავლეები, ასევე ეუფლებიან - კომპიუტერული თამაშების, მოლაპარაკე პროგრამების (ჩატბოტების) და მობილური აპლიკაციების შექმნას. ასევე, ვებგვერდების აწყობას, ციფრულ და ვიზუალურ კომუნიკაციებს.

„გრაფიკული დიზაინის კურსის არჩევის გადაწყვეტილება, ვიზუალური თხრობისადმი ღრმა ინტერესისა და პროფესიონალური უნარების ჩამოყალიბების სურვილიდან გამომდინარე მივიღე. ტექსკოლა დამეხმარა, რომ ჩემი ინტერესები, უნარები, შესაძლებლობები მეპოვა და გამომეცადა ჩემი თავი. ჩემი მიზანია, რომ თიბისის ტექსკოლაში მიღებული ცოდნა, ჩემს მომავალ პროფესიად ვაქციო.'' - ანა ბარაშვილი, 15 წლის. თიბისის ტექსკოლაში გაიარა გრაფიკული დიზაინის კურსი.

„თიბისის ტექსკოლის დახმარებით, შევისწავლე ვებგვერდების პროგრამირება. მივიღე უდიდესი გამოცდილება, რომელიც უმაღლეს სასწავლებელში, ამ სფეროს სიღრმისეულად შესწავლაში დამეხმარება, რაც ამ საბაზო ცოდნის გარეშე, შეუძლებელი იქნებოდა." - ლევან გოგუა, 15 წლის. თიბისის ტექსკოლაში შეისწავლა ვებრვერდების აწყობა.

„თიბისის განათლების პროგრამამ, მომცა შესაძლებლობა სახლიდან გაუსვლელად, დავუფლებოდი ჩემთვის სრულიად ახალ, ძალიან მოთხოვნად უნარს. ვისწავლე UI/UX დიზაინი, ახალ და კომფორტულ პლატფორმაზე - სახელწოდებით Figma. კურსი ჯერ კიდევ მიმდინარეობს და უკვე, თითქმის ყოველდღიურად, ვიყენებ ფიგმას დიზაინსა და ლექტორისგან მიღებულ რჩევებს, დიზაინთან დაკავშირებით.“ - ელენე სამსიანი, 16 წლის. თიბისის ტექსკოლაში შეისწავლა UI/UX დიზაინი.

თიბისი აგრძელებს ახალ თაობის მხარდაჭერას და უფროსკლასელებში ტექნოლოგიური განათლების პოპულარიზაციას. ტექსკოლა 2024 წლიდან, აფართოებს მოსწავლეთა ასაკს და განახლებულ კურსებზე, მე-9-დან მე-12 კლასის ჩათვლით მიიღებს მონაწილეებს.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა