კოტე კემულარია: რუსეთი ქართული ღვინისა და სასმელების იმპორტის შეზღუდვით „ქართული ოცნებისგან“ მეტ დათმობას მოითხოვს
ეროვნულმა ბანკმა „ბიტექსჩეინჯი“ 572 მილიონ ლარზე მეტით დააჯარიმა — ნანა ყეინიშვილი საბჭოს საქმიანობას ჩამოაშორეს
დათო გამცემლიძე: მოსკოვის მიერ ქართული ღვინისა და მინერალური წყლების შეზღუდვა შესაძლოა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან თავდაუსხმელობის შეთანხმების მოთხოვნას უკავშირდებოდეს
ზელენსკი: რუსეთმა დიზელზე სანქციების მოხსნისთვის მადლობა ზაპოროჟიეში 12 ადამიანის მკვლელობით გადაიხადა
პაველ ჰერჩინსკი: საქართველოსა და ევროკავშირის მეგობრობას ანტიევროპული რიტორიკა აზიანებს
დიდი ბრიტანეთი ტრამპისა და პუტინის შეთანხმების საპასუხოდ: უკრაინის მხარდაჭერას გავაგრძელებთ და რუსეთზე სანქციებს შევინარჩუნებთ
Axios: ტრამპმა პუტინთან რუსულ დიზელზე შეთანხმება გადაწყვიტა, რადგან უკრაინამ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმები არ შეწყვიტა
პაველ ჰერჩინსკი: საქართველოში ადამიანები ტროტუარზე დგომისა და „ფეისბუქზე“ პოსტების გამო ციხეში მიდიან - ევროკავშირის მინისტრები ვითარების გაუარესებას განიხილავენ

ლოიდ ოსტინმა უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრის მონაწილეებს მოუწოდა, მეტი გააკეთონ უკრაინისთვის

ნახვები: 559 ლოიდ ოსტინმა უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრის მონაწილეებს მოუწოდა, მეტი გააკეთონ უკრაინისთვის

აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი დისტანციურად დაესწრო უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის რიგით მე-18 შეხვედრას, სადაც უკრაინის სამხედრო საჭიროებებზე იყო საუბარი.

„უკრაინის ბრძოლა მნიშვნელოვანია ყველა ჩვენი ქვეყნისთვის. უკრაინის არაჩვეულებრივი მებრძოლები აგრძელებენ ბრძოლას კრემლის დამპყრობლების წინააღმდეგ. პუტინი აგრძელებს დიდი რაოდენობის ჯარისკაცების მსხვერპლად გაწირვას მის მიერ არჩეულ უგუნურ და დაუფიქრებელ ომში. პუტინი იმედოვნებს, რომ რაკეტებითა და თვითმფრინავებით შეძლებს უკრაინელი ხალხის დემორალიზაციას და დაარღვევს უკრაინელი სამხედროების საბრძოლო მორალს“, – თქვა ოსტინმა.

თავდაცვის მდივანმა ასევე მოუწოდა შეხვედრის მონაწილეებს, რომ უფრო მეტი გააკეთონ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების თვალსაზრისით. მისი თქმით, უკრაინამ პუტინის ბოროტებას გამბედაობითა და დაუმორჩილებლობით უპასუხა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა