დონალდ ტრამპი საფრანგეთს საზღვრების დაუყოვნებლივ ჩაკეტვისკენ მოუწოდებს – „მიგრანტებმა ქვეყანა ხელში ჩაიგდეს“
ევროკომისია ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმეზე: სასამართლო სისტემის შემაშფოთებელი ინსტრუმენტალიზაცია საფრთხეს უქმნის დემოკრატიულ პლურალიზმს
საფრანგეთში არეულობების გამო ქალაქების მერებს ნაწილობრივი კომენდანტის საათის დაწესების უფლება მიეცათ
ირაკლი ღარიბაშვილის საქმე სასამართლოს არსებით განხილვაზე გადავიდა – მოსამართლემ დაცვის მხარის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა
ჟურნალისტი ვახო სანაია საკუთარ საცხოვრებელ სახლთან დააკავეს – „ჩვენ არ გავჩუმდებით, რამდენი პატიმრობაც უნდათ, იმდენი გამოწერონ“
ირაკლი ღარიბაშვილის საქმის განხილვა ღია რეჟიმში ჩატარდება – სასამართლომ პროკურატურის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა
რომან გოცირიძე: ციფრული ფული გარდაუვალი განვითარებაა, თუმცა სახელმწიფოს მოქალაქეთა ფინანსებზე კონტროლის დამატებით ბერკეტებსაც აძლევს
ჟურნალისტ ვახო სანაიას სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული სამი პოსტის გამო 30-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა

ურსულა ფონ დერ ლაიენი - ახლა არ არის კონფლიქტებისა და პოლარიზაციის დრო, ახლა ნდობის აღდგენის დროა

ნახვები: 536 ურსულა ფონ დერ ლაიენი - ახლა არ არის კონფლიქტებისა და პოლარიზაციის დრო, ახლა ნდობის აღდგენის დროა

ახლა არ არის კონფლიქტებისა და პოლარიზაციის დრო, ახლა ნდობის აღდგენის დროა, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე განაცხადა.

მისივე თქმით, ახლა, როგორც არასდროს, გლობალური თამამშრომლობის განვითარების დროა, რასაც სჭირდება ქმედითი, გლობალური გამოწვევების თანაზომიერი პასუხები.

„მჯერა, ამის გაკეთება შესაძლებელია. ყოველთვის იქნება მცდელობა, გზიდან გადაგვიყვანონ, მაგალითად, მცდარი ინფორმაციით. ეს კარგად ჩანს უკრაინის საკითხთან დაკავშირებით. ნება მომეცით, მოგაწოდოთ რეალური ინფორმაცია – რუსეთი აგებს სტრატეგიულ მიზნებში. პირველ რიგში, სამხედრო თვალსაზრისით. არ უნდა დაგვავიწყდეს, როდესაც რუსეთი თავს დაესხა უკრაინას, ბევრი ფიქრობდა, რომ კიევი რამდენიმე დღეში დაეცედმოდა, მთელი ქვეყანა კი, რამდენიმე კვირაში. ეს ასე არ მოხდა. ამის ნაცვლად, რუსეთმა დაკარგა თავისი სამხედრო შესაძლებლობების თითქმის ნახევარი. უკრაინამ რუსეთი განდევნა დაკავებული ტერიტორიების ნახევრიდან. უკრაინამ უკან დახია რუსეთის შავი ზღვის ფლოტი და გახსნა სასიცოცხლოდ მნიშნელოვანი კორიდორი, რომ მსოფლიოს მარცვლეული მიეღო. და უკრაინამ განამყარა საკუთარი დამოუკიდებლობა და თავისუფლება. რუსეთი მარცხს ეკონომიკურადაც განიცდის. სანქციებმა რუსეთის ეკონომიკა თანამედროვე ტექნოლოგიებსა და ინოვაციებისგან დააშორა. რუსეთი ახლა ჩინეთზეა დამოკიდებული.

და ბოლოს, რუსეთი დიპლომატიურადაც მარცხდება. ფინეთი ნატო-ს შეუერთდა, ამ გზას მალე შვედეთის გაიმეორებს, უკრაინა კი, ევროინტეგრაციის გზაზე ასე ახლოს არასდროს ყოფილა. ეს ყველაფერი იმის მანიშნებელია, რომ ამ ომში უკრაინას გამარჯვება შეუძლია, თუმცა უკრაინას სჭირდება დაფინანსება, მათ შეიარაღება სჭირდებათ. მათ სჭირდებათ შესაძლებლობა, რათა რუსეთის მომავალი თავდასხმები მოიგერიონ. მათ ასევე სჭირდებათ იმედი. უნდა იცოდნენ, რომ ტანჯვის შემდეგ საკუთარი შვილებისთვის უკეთეს მომავალს შექმნიან. უკრაინის უკეთესი მომავალი კი ევროპაა“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა