ელენე ხოშტარია ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმეზე: ამას ჰქვია ღალატის პროცესი – ოკუპაცია ბრალდება საქართველოს, დასავლეთი კი მტრად ცხადდება
დონალდ ტრამპი საფრანგეთს საზღვრების დაუყოვნებლივ ჩაკეტვისკენ მოუწოდებს – „მიგრანტებმა ქვეყანა ხელში ჩაიგდეს“
ევროკომისია ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმეზე: სასამართლო სისტემის შემაშფოთებელი ინსტრუმენტალიზაცია საფრთხეს უქმნის დემოკრატიულ პლურალიზმს
საფრანგეთში არეულობების გამო ქალაქების მერებს ნაწილობრივი კომენდანტის საათის დაწესების უფლება მიეცათ
ირაკლი ღარიბაშვილის საქმე სასამართლოს არსებით განხილვაზე გადავიდა – მოსამართლემ დაცვის მხარის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა
ჟურნალისტი ვახო სანაია საკუთარ საცხოვრებელ სახლთან დააკავეს – „ჩვენ არ გავჩუმდებით, რამდენი პატიმრობაც უნდათ, იმდენი გამოწერონ“
ირაკლი ღარიბაშვილის საქმის განხილვა ღია რეჟიმში ჩატარდება – სასამართლომ პროკურატურის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა
რომან გოცირიძე: ციფრული ფული გარდაუვალი განვითარებაა, თუმცა სახელმწიფოს მოქალაქეთა ფინანსებზე კონტროლის დამატებით ბერკეტებსაც აძლევს

ანა ჯაბაური - საქართველოსა და უცხოეთის კლინიკებში ცოტნე გამსახურდია ყველაზე მძიმე 6 სახეობის ჰოსპიტალური ინფექციით დაინფიცირდა, რამაც საფრთხის ქვეშ დააყენა მისი სიცოცხლე

ნახვები: 535 ანა ჯაბაური - საქართველოსა და უცხოეთის კლინიკებში ცოტნე გამსახურდია ყველაზე მძიმე 6 სახეობის ჰოსპიტალური ინფექციით დაინფიცირდა, რამაც საფრთხის ქვეშ დააყენა მისი სიცოცხლე

საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილის, ცოტნე გამსახურდიას მეუღლის, ანა ჯაბაურის განცხადებით, გამსახურდია როგორც საქართველოს, ასევე უცხოეთის კლინიკებში ჰოსპიტალური ინფექციებით დაინფიცირდა.

როგორც „ინტერპრესნიუსთან“ ჯაბაური აცხადებს, ჰოსპიტალური ინფექციები მსოფლიო მედიცინისთვის გამოწვევაა. მისივე განმარტებით, გამსახურდია აღნიშნულ ინფექციებს ნახევარი წელი ებრძოდა. ამჟამად, პირველი პრეზიდენტის შვილს ქართველ ფიზიოთერაპევტებთან ერთად, სომხეთიდან ჩამოსული კინეზოთერაპევტი უტარებს მკურნალობას.

„ნოემბერში ცოტნეს სერიული ეპილეფსიური გულყრების ეპიზოდი ჰქონდა, ჰოსპიტალში გადავიყვანეთ და იქ ორი ჰოსპიტალური ინფექციით დაინფიცირდა, რომელმაც მდგომარეობა გაგვირთულა. ორი კვირა რეანიმაციაში იწვა, სადაც შესანიშნავმა პროფესიონალებმა უმკურნალეს. ჰოსპიტალური ინფექცია, სამწუხაროდ, მსოფლიო მედიცინის გამოწვევაა და არა მხოლოდ საქართველოს პრობლემა. თურქეთსა და გერმანიაშიც, წელიწადნახევრიანი ჰოსპიტალიზაციის პირობებში უმაღლესი რანგის კლინიკებში, ცოტნე დაინფიცირდა ყველაზე მძიმე 6 სახეობის ჰოსპიტალური ინფექციით, რამაც ბევრჯერ სერიოზული საფრთხის ქვეშ დააყენა მისი სიცოცხლე. ყველა ნევროლოგი თურქეთშიც და გერმანიაშიც მოგვიწოდებდა რომ მაქსიმალურად აგვერიდებინა ცოტნე ჰოსპიტალებისთვის ამის გამო და რეაბილიტაცია, სტაბილური ჰემოდინამიკის პირობებში, გაგვეგრძელებინა სახლში. გერმანიიდან დაბრუნების შემდეგ, 6 თვე ვებრძოდით თურქეთისა და ევროპის კლინიკებიდან წამოყოლილ ჰოსპიტალურ ინფექციებს და ძლივს დავამარცხეთ. არადა, ამგვარი პაციენტების სიცოცხლის მთავარი საფრთხე სწორედ ინფექციებია. აქვე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და უდიდესი მადლიერება გამოვუხატო ბრწყინვალე პროფესიონალსა და იშვიათ ადამიანს, ინფექციონისტს ალექსანდრე გოგინავას, რომელიც მთავარი რგოლია ცოტნეს ჯანმრთელობაზე მზრუნველ ექიმთა დიდ გუნდში. მისთვის არ არსებობს დღე და ღამე, სამუშაო და დასვენების საათები, ყოველთვის ჩვენთანაა და ყოველთვის ხაზზეა. და, ეს ყველაფერი სრულიად უსასყიდლოდ...

მოკლედ, ამჯერადაც შევძელით ამ სირთულის დაძლევა და ახლა ისევ უკეთაა. ისევ შევუდექით აქტიურ რეაბილიტაციას. ამჟამად, ქართველ ფიზიოთერაპევტებთან ერთად, სომხეთიდან ერთი თვით ჩამოსული ცნობილი კინეზოთერაპევტი უტარებს მკურნალობას. ამ სპეციალისტის გამგზავრების შემდეგ, გერმანელი ოკუპაციური თერაპევტი ჩამოგვყავს ერთი თვით. ასევე გერმანელი ნევროლოგი გეგმური კონსულტაციისთვის.

მეხუთე წელია, მუდმივ ბრძოლასა და წვალებაში ვართ, მაგრამ ფარ-ხმალს მაინც არ ვყრით. საოცარი სიცოცხლისუნარიანობითა და ბრძოლის ჟინითაა ცოტნე დაჯილდოებული.

ჩვენ კი თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარებას ვადევნებთ თვალყურს, სადაც მნიშვნელოვანი და იმედისმომცემი წინსვლები ამჯერად ექსპერიმენტის ფაზაშია. ჰოდა, ჩვენც იმედიანად და მოთმინებით ველით მათ დანერგვას“, - აცხადებს ჯაბაური.

IPN

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა