კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ზურაბ ჩხაიძე - მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა აღნიშნავს გარკვეულ ჩივილებს

ნახვები: 528 ზურაბ ჩხაიძე - მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა აღნიშნავს გარკვეულ ჩივილებს

კლინიკა „ვივამედის” კლინიკური დირექტორის, ზურაბ ჩხაიძის ინფორმაციით, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

როგორც მან „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, მიხეილ სააკაშვილს ჯანმრთელობის მდგომარეობის განმსაზღვრელი რაიმე პარამეტრის გაუარესება არ აღენიშნება, კვების კომპონენტი კი გაფართოებულია.

„პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა აღნიშნავს გარკვეულ ჩივილებს. ეს საჯარო ინფორმაცია არ არის, სუბიექტური ჩივილებია და ყურადღებას საჭიროებს. სხვა პარამეტრის გაუარესება არ აღენიშნება. კვების კომპონენტი სრულყოფილი არ არის, მაგრამ კალორაჟი გაფართოებული, მომატებულია“,- აღნიშნა ჩხაიძემ.

ცნობისთვის, მოსამართლის განცხადებით, დღევანდელ სასამართლო პროცესზე დასწრებაზე მიხეილ სააკაშვილმა უარი განაცხადა. ბადრი კოჭლამაზაშვილის განცხადებით, პენიტენციური დეპარტამენტიდან ოქმია წარმოდგენილი, რომლის მიხედვითაც, მსჯავრდებულს პროცესზე გამოცხადება, ან დისტანციურად დასწრება შესთავაზეს, თუმცა, მან უარი განაცხადა. მოსამართლის განმარტებითვე, სააკაშვილი უარის მიზეზად მის ჯანმრთელობის მდგომარეობას ასახელებს.

IPN

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა