კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ჯანდაცვის საკითხებში ევროკომისარი - „კოვიდი“ ჯერ კიდევ ჩვენთან არის და სულ უფრო ხშირად ვრცელდება ჩვენს საზოგადოებაში

ნახვები: 528 ჯანდაცვის საკითხებში ევროკომისარი - „კოვიდი“ ჯერ კიდევ ჩვენთან არის და სულ უფრო ხშირად ვრცელდება ჩვენს საზოგადოებაში

„კოვიდი“ ჯერ კიდევ ჩვენთან არის და სულ უფრო ხშირად ვრცელდება ჩვენს საზოგადოებაში, – ამის შესახებ ჯანდაცვის საკითხებში ევროკომისარმა, სტელა კირიაკიდესმა Euractiv-ს განუცხადა.

ევროკომისარმა ხაზი გაუსვა ვაქცინაციის აუცილებლობას სამი ვირუსის ერთდროულად არსებობის ფონზე.

„ვაქცინაცია რჩება გადამწყვეტ ფარად „კოვიდის“ წინააღმდეგ, განსაკუთრებით ჩვენს საზოგადოებებში ყველაზე დაუცველთათვის. სექტემბერში ჯანდაცვის ყველა მინისტრისთვის გაგზავნილ წერილში აღვნიშნე „კოვიდისა“ და სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციის აუცილებლობის შესახებ“, – აღნიშნა კირიაკიდესმა.

ბოლო მონაცემების მიხედვით, ევროკავშირის ზოგიერთ ქვეყანაში „კოვიდის“ შემთხვევების ხელახალი ზრდა ფიქსირდება. კირიაკიდესის თქმით, დამატებითი გამოწვევაა სხვა რესპირატორული დაავადებებიც.

ექსპერტები ვარაუდობენ, რომ სიტუაციის უფრო მკაფიო სურათის ნახვა, სავარაუდოდ, რამდენიმე კვირაში იქნება შესაძლებელი, როდესაც საშობაო არდადეგების შემდეგ საზოგადოებრივი შეკრების ადგილები ისევ შეივსება.

 

 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა