გოგნის ქარის ელექტროსადგური – როგორ შეიძლება ერთმა ინვესტიციამ რამდენიმე სოფლის ეკონომიკა შეცვალოს
Ukraine’s air defenses down 112 Russian drones, three missiles overnight
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,990 over past day
Vučić concedes defeat in Parliamentary election
მედია: ტრამპის ადმინისტრაცია ვიქტორ ორბანს გაეროს გენერალური მდივნის პოსტზე მხარს უჭერს – ვაშინგტონი რუსეთისა და ჩინეთის მხარდაჭერის მოპოვებასაც ცდილობს
Trump Administration backs Orbán for UN Secretary-General – media
FM Sybiha: War cannot be ended by stopping Ukraine’s resistance
Zelensky: Bipartisan support for Ukraine in U.S. grows stronger

სალომე ზურაბიშვილი - მიხეილ სააკაშვილის შეწყალებაზე უარი არ განმიცხადებია - არ ვაკეთებ კომენტარებს შეწყალებასთან დაკავშირებით, თუ არ ვამბობ, რომ ვინმეს ვიწყალებ

ნახვები: 514 სალომე ზურაბიშვილი - მიხეილ სააკაშვილის შეწყალებაზე უარი არ განმიცხადებია - არ ვაკეთებ კომენტარებს შეწყალებასთან დაკავშირებით, თუ არ ვამბობ, რომ ვინმეს ვიწყალებ

მიხეილ სააკაშვილის შეწყალებაზე უარი არ განმიცხადებია. მე არ ვაკეთებ კომენტარებს შეწყალებასთან დაკავშირებით, თუ არ ვამბობ, რომ ვინმეს ვიწყალებ, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა "რადიო თავისუფლებისთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, როდესაც მან უპასუხა ჟურნალისტის კითხვას იმასთან დაკავშირებით, რომ ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შეწყალებაზე უარი განაცხადა.

„ეს არ არის დაკავშირებული იმ ფაქტთან, რომ მან უზარმაზარი როლი ითამაშა საქართველოს ამ გზაზე დაყენებაზე, არა მხოლოდ მან, არამედ შევარდნაძემაც. ის იყო პირველი, ვინც გახსნა ჭიშკარი. ზურაბ ჟვანიამ, რომლის 60 წლის იუბილე რამდენიმე დღის წინ აღინიშნა, მთავარი როლი ითამაშა. ყველას ახსოვს, რომ მან პირველმა განაცხადა: "მე ვარ ქართველი, და, მაშასადამე, ვარ ევროპელი". ყველა ამ პიროვნებამ, ყველა ამ მთავრობამ და ადმინისტრაციამ შეასრულა თავისი როლი. სამწუხაროდ, საქართველოში მთავრობებს, რომლებიც ძალიან კარგად იწყებენ, შემდეგ ცოტა ავტოკრატიულად გადაქცევის ტენდენცია აქვთ“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა