კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

პაველ ჰერჩინსკი - სააკაშვილის თუ სხვების შეწყალების ან არშეწყალების გადაწყვეტილება მხოლოდ საქართველოს პრეზიდენტის ხელშია

ნახვები: 529 პაველ ჰერჩინსკი - სააკაშვილის თუ სხვების შეწყალების ან არშეწყალების გადაწყვეტილება მხოლოდ საქართველოს პრეზიდენტის ხელშია

სააკაშვილის თუ სხვების შეწყალების ან არშეწყალების შესახებ გადაწყვეტილება მხოლოდ საქართველოს პრეზიდენტის ხელშია. მე არაფრის თქმა არ შემიძლია ამასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, პრეზიდენტის გადასაწყვეტია, გამოიყენებს თუ არა თავის კონსტიტუციურ უფლებას.

„ეს მისი კონსტიტუციური უფლებაა. აბსოლუტურად მისი გადასაწყვეტია, გამოიყენებს თუ არ გამოიყენებს ამ უფლებას“, – განაცხადა ჰერჩისკიმ.

ელჩმა იმედი გამოთქვა, რომ კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით დადებითი გადაწყვეტილება იქნება მიღებული, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოში პოლიტიკური სპექტრის დეპოლარიზაციას.

„გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ 27 წევრი ქვეყნის მიერ მიღებული იქნება გადაწყვეტილება საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ. იმედი მაქვს, პოზიტიური გადაწყვეტილება, რომელიც მიიღება 15 დეკემბერს, ხელს შეუწყობს პოლიტიკური სპექტრის დეპოლარიზაციას. ევროკავშირის მხრიდან ეს ძალიან ძლიერი სიგნალი იქნება, რომ კარი ევროკავშირის წევრობისთვის ღიაა საქართველოსთვის და საქართველოს ყველა პოლიტიკურმა ლიდერმა უნდა ისარგებლოს ამით, რათა სწრაფად წავიდეს წინ საჭირო რეფორმების გასატარებლად. არსებობს სახელმძღვანელო ახლად გამოვლენილი ცხრა ნაბიჯის სახით. ვიმედოვნებთ, რომ წინსვლა რაც შეიძლება მალე იქნება არჩევნებამდე. არ უნდა დაველოდოთ არჩევნებს. საჭიროა. რაც შეიძლება სწრაფად დაუახლოვდეთ ევროკავშირს, რათა გამოიყენოთ კანდიდატის სტატუსის ბენეფიტები, რათა შემდეგ ნაბიჯებზე გადავიდეთ და პროცესი დავაჩქაროთ. ჩვენ შეგვეძლება, აღვნიშნოთ არა მხოლოდ კანდიდატის სტატუსი, არამედ გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნა, სხვადასხვა თავის დახურვა და შემდეგ საქართველოს სრულუფლებიანი გაწევრიანება ევროკავშირში“, – განაცხადა ჰერჩინსკიმ.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა გუშინდელ სასამართლო პროცესზე განაცხადა: „მინდა, მივულოცო სალომე ზურაბიშვილს, სწორი აქცენტები გაამახვილა ოლიგარქიაზე, მას შეუძლია, ხელის ერთი მოწერით დაუბრუნოს შვილებს მამა, აღადგინოს პოლიტიკური ბალანსი“.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა