დონალდ ტრამპი საფრანგეთს საზღვრების დაუყოვნებლივ ჩაკეტვისკენ მოუწოდებს – „მიგრანტებმა ქვეყანა ხელში ჩაიგდეს“
ევროკომისია ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმეზე: სასამართლო სისტემის შემაშფოთებელი ინსტრუმენტალიზაცია საფრთხეს უქმნის დემოკრატიულ პლურალიზმს
საფრანგეთში არეულობების გამო ქალაქების მერებს ნაწილობრივი კომენდანტის საათის დაწესების უფლება მიეცათ
ირაკლი ღარიბაშვილის საქმე სასამართლოს არსებით განხილვაზე გადავიდა – მოსამართლემ დაცვის მხარის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა
ჟურნალისტი ვახო სანაია საკუთარ საცხოვრებელ სახლთან დააკავეს – „ჩვენ არ გავჩუმდებით, რამდენი პატიმრობაც უნდათ, იმდენი გამოწერონ“
ირაკლი ღარიბაშვილის საქმის განხილვა ღია რეჟიმში ჩატარდება – სასამართლომ პროკურატურის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა
რომან გოცირიძე: ციფრული ფული გარდაუვალი განვითარებაა, თუმცა სახელმწიფოს მოქალაქეთა ფინანსებზე კონტროლის დამატებით ბერკეტებსაც აძლევს
ჟურნალისტ ვახო სანაიას სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული სამი პოსტის გამო 30-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა

გიორგი ვაშაძე - „სტრატეგია აღმაშენებლის“ ორი თანამშრომელი პარლამენტიდან გაათავისუფლეს - ამ ტიპის პრეცედენტი მსოფლიოში არაა, ეს პოლიტიკური ანგარიშსწორებაა

ნახვები: 536 გიორგი ვაშაძე - „სტრატეგია აღმაშენებლის“ ორი თანამშრომელი პარლამენტიდან გაათავისუფლეს - ამ ტიპის პრეცედენტი მსოფლიოში არაა, ეს პოლიტიკური ანგარიშსწორებაა

„სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარის გიორგი ვაშაძის განცხადებით, საკანონმდებლო ორგანოში მისი პარტიის ორი თანამშრომელი პარლამენტმა სამსახურიდან გაათავისუფლა.

როგორც ვაშაძემ ბრიფინგზე განაცხადა, გათავისუფლების ფორმალური მიზეზი ის იყო, „თუ რატომ ესწრებოდნენ აღნიშნული პირები პარლამენტში მომხდარ შეხლა-შემოხლას“.

„რატომ იდექით გიორგი ვაშაძის გვერდით - ეს იყო მთელი შინაარსი, რის გამოც სამსახურიდან გაათავისუფლეს“,- განაცხადა ვაშაძემ.

მისივე თქმით, „მარცხისთვის განწირული „ქართული ოცნება“, იმდენად სუსტია, რომ ჰგონია, პოლიტიკური ანგარიშსწორებებით რამეს მიაღწევს“.

„გუშინ გამოგვიცხადეს, რომ პაატა მანჯგალაძის მრჩეველი, ლაშა დიაროვი და ჩვენი მრჩეველი გიორგი ხაბურზანია პარლამენტიდან გაათავისუფლეს. „სტრატეგია აღმაშენებლის“ ორი თანამშრომელი პარლამენტიდან გაათავისუფლა საქართველოს პარლამენტმა. ამ ტიპის პრეცედენტი მსოფლიოში არაა. ეს პოლიტიკური ანგარიშსწორებაა. გიორგი ხაბურზანიამ ერთი სასამართლო პროცესი უკვე მოიგო - მერიიდან გაათავისუფლეს პოლიტიკური ნიშნით და სასამართლომ პოლიტიკური დისკრიმინაცია დაადგინა. რაც შეეხება ლაშა დიაროვს, მისი მამა ერთი წლის წინ გაათავისუფლეს სამსახურიდან და ახლა საგარეჯოში ედავებიან, რომ 70 წლის წინ აშენებული ღობე, თურმე უკანონო ყოფილა. ამ დონეზე დაეცა „ქართული ოცნება“ და ეს მათი სისუსტის გამოვლენაა.

1 წელიწადში საქართველოში „რუსული რეჟიმი“ შეიცვლება და ისტორიას ჩავაბარებთ ამ ტიპის პოლიტიკურ ანგარიშსწორებებს. მინდა „ქართულ ოცნებას“ და მის ლიდერებს ვუთხრა - ამით ჩვენს ბრძოლას ვერ გააჩერებთ. ისეთ პატრიოტ ადამიანებს, როგორებიც არიან ლაშა დიაროვი, გიორგი ხაბურზანია და სხვა ბევრი თანამშრომელი, თქვენი იაფფასიანი ანგარიშსწორება ვერაფერს უზამს. ბრძოლას გავაგრძელებთ და თქვენს დემონტაჟს მოვახდენთ“,- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა