საკონსტიტუციო სასამართლომ „გახარია საქართველოსთვის“ შუამდგომლობა საქმის განხილვის გადადების თაობაზე არ დააკმაყოფილა
No negotiated peace possible while Putin in power – Hudson Institute President
ზელენსკი: მზად ვარ, ფლორიდაში ტრამპსა და პუტინს შევხვდე სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად – G20-ის სამიტზე მიწვევა ჯერ არ მიგვიღია
Zelensky to attend G20 summit in Florida for talks with Trump and Putin if invited
Russia to step up ballistic missile attacks as U.S. cuts Patriot missile supplies to Ukraine – Zelensky
Trump asked Musk to lift Starlink restrictions in Ukraine – WSJ
Merz: Lasting peace in Ukraine impossible without Europe`s participation
`Nothing personal between me and Trump`- Zelensky comments on tensions with U.S.

გიორგი ვაშაძე - მზად ვართ, ნებისმიერ ძალასთან ერთად მონაწილეობა მივიღოთ ცვლილებაში

ნახვები: 523 გიორგი ვაშაძე - მზად ვართ, ნებისმიერ ძალასთან ერთად მონაწილეობა მივიღოთ ცვლილებაში

ძალიან მნიშვნელოვანია ინიციატივა, რომელიც ემიგრანტების არჩევნებში მონაწილეობას ეხება. ჩვენს თანამემამულეებს საკონსტიტუციო უფლების რეალიზების საშუალება უნდა ჰქონდეთ, რომ მათ 2024 წლის არჩევნებში მონაწილეობა მიიღონ, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

ვაშაძის თქმით, მზად არის, ნებისმიერ ძალასთან ერთად მონაწილეობა მიიღოს ამ ცვლილებასთან დაკავშირებით და კანონპროექტი მომზადდეს.

„ინიციატივას ორი მიმართულება აქვს: ერთია არჩევნებში ელექტრონული წესით მონაწილეობა და მეორეა საარჩევნო უბნების მაქსიმალურად გაზრდა, რადგან ქალაქებში, სადაც ასზე მეტი ჩვენი თანამემამულე ცხოვრობს, საარჩევნო უბნები უნდა გაიხსნას და მოქალაქეებმა არჩევნებში მონაწილეობა მიიღონ. ეს არის ინიციატივა, სადაც ყველა ერთად უნდა დავდგეთ. მზად ვართ, ნებისმიერ ძალასთან ერთად მონაწილეობა მივიღოთ ამ უმნიშვნელოვანეს ცვლილებაში და კანონპროექტი მომზადდეს, როგორ მიეცეთ ემიგრანტებს არჩევნებში მონაწილეობის საშუალება. არჩევნებში ელექტრონული წესით მონაწილეობასთან დაკავშირებით ჩვენს პარტნიორებს უნდა მივმართოთ, რომ მათი საშუალებით ის ელექტრონული სისტემა შეიქმნას, რომელიც დაცული და უსაფრთხო იქნება, მოქალაქეებს კი ხმის დაფიქსირების საშუალება ონლაინ ექნებათ. ესტონეთს კარგი გამოცდილება აქვს და ამის გამოყენება შეგვიძლია. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ემიგრანტებს საქართველოს ბედის განსაზღვრაში მონაწილეობის საშუალება ჰქონდეთ. მილიონზე მეტი ჩვენი თანამემამულეა, ვისაც ხმის მიცემის საშუალება უნდა ჰქონდეს“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა