კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

რუსეთის არმიის წევრი, ანა ლაკობა საქართველოში იმყოფება თუ არა?! - შსს განცხადება

ნახვები: 528 რუსეთის არმიის წევრი, ანა ლაკობა საქართველოში იმყოფება თუ არა?! - შსს განცხადება

შინაგან საქმეთა სამინისტრო მედიასაშუალებებში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომლის თანახმად, რუსეთის არმიის წევრი, ანა ლაკობა საქართველოში იმყოფება, განცხადებას ავრცელებს.

როგორც უწყებაში აღნიშნავენ, უკრაინის მოქალაქე Ganna ILYasova, რომელიც საზოგადოებისთვის ცნობილია სახელით ანა ლაკობა, საქართველოში შემოვიდა და საქართველო დატოვა 2018 წელს.

„გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია, მედიასაშუალებებში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომ თითქოს რუსეთის არმიის წევრი, ანა ლაკობა საქართველოში იმყოფება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურების მიერ გადამოწმებული ინფორმაციის საფუძველზე განვმარტავთ, რომ უკრაინის რესპუბლიკის მოქალაქე Ganna ILYasova, რომელიც საზოგადოებისთვის ცნობილია სახელით ანა ლაკობა, საქართველოში შემოვიდა და საქართველო დატოვა 2018 წელს.

აღნიშნულმა მოქალაქემ, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთისას ისარგებლა უკრაინის რესპუბლიკის მიერ გაცემული უკრაინის მოქალაქის პასპორტით.

2018 წლის შემდეგ, პიროვნებას აღნიშნული პირადი მონაცემებით საქართველოს სახელმწიფო საზღვარი არ გადმოუკვეთავს.

აღნიშნული მოქალაქის მიერ საზღვრის კვეთის დროს არსებული სამგზავრო დოკუმენტის მიხედვით, ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი არ დაფიქსირებულა“,- აღნიშნულია განცხადებაში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა