კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

მიხეილ სარჯველაძე - ყველა კარგად ხვდება, რომ ადგილი აქვს პრეზიდენტის მხრიდან კონსტიტუციის დარღვევას, ეს შეუმჩნეველი ვერ დარჩება

ნახვები: 529 მიხეილ სარჯველაძე - ყველა კარგად ხვდება, რომ ადგილი აქვს პრეზიდენტის მხრიდან კონსტიტუციის დარღვევას, ეს შეუმჩნეველი ვერ დარჩება

ყველა კარგად ხვდება, რომ ადგილი აქვს პრეზიდენტის მხრიდან კონსტიტუციის დარღვევას, ეს შეუმჩნეველი ვერ დარჩება ვერც საკონსტიტუციო სასამართლოსთვის,- ამის შესახებ ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

სარჯველაძის თქმით, ამ პროცესში მნიშვნელოვანია არა შედეგი, არამედ პოზიციის დაფიქსირება.

„როგორც პროფესიული წრეებისთვის, ისე საზოგადოებისთვის ნათელია რეალურად არსებული მდგომარეობა და ყველა კარგად ხვდება, რომ ადგილი აქვს პრეზიდენტის მხრიდან კონსტიტუციის დარღვევას, შესაბამისად, ეს შეუმჩნეველი ვერ დარჩება ვერც საკონსტიტუციო სასამართლოსთვის. სამწუხაროა, არავისთვის სასიამოვნო არ არის ამ პროცესში მონაწილეობა. სამწუხაროა, რომ მოგვიწია ასეთი პროცედურების წამოწყება იმის გათვალისწინებით, რომ შეუძლებელია რეაგირების გარეშე დარჩენილიყო კონსტიტუციის დარღვევის ფაქტი. აქვე უნდა გვესმოდეს, რომ მიუხედავად იმისა, თუ როგორც არ უნდა დასრულდეს საბოლოო ჯამში ეს პროცედურები, ვგულისხმობ პოლიტიკურ ნაწილს, როცა კენჭისყრა გაიმართება, ვფიქრობ, აქ საგანგებოდ მნიშვნელოვანი იყო ინიცირება და დადასტურება გარემოებისა, რაც უკავშირდება კონსტიტუციის დარღვევას, რაც შეეხება რეზულტატს, ეს არაა იმდენად მნიშვნელოვანი, რამდენადაც საკუთრივ პოზიციის დაფიქსირება,"- განაცხადა სარჯველაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა