საკონსტიტუციო სასამართლომ „გახარია საქართველოსთვის“ შუამდგომლობა საქმის განხილვის გადადების თაობაზე არ დააკმაყოფილა
No negotiated peace possible while Putin in power – Hudson Institute President
ზელენსკი: მზად ვარ, ფლორიდაში ტრამპსა და პუტინს შევხვდე სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად – G20-ის სამიტზე მიწვევა ჯერ არ მიგვიღია
Zelensky to attend G20 summit in Florida for talks with Trump and Putin if invited
Russia to step up ballistic missile attacks as U.S. cuts Patriot missile supplies to Ukraine – Zelensky
Trump asked Musk to lift Starlink restrictions in Ukraine – WSJ
Merz: Lasting peace in Ukraine impossible without Europe`s participation
`Nothing personal between me and Trump`- Zelensky comments on tensions with U.S.

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. “მთავრობა” ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების ფორმატში შეხვედრების აღდგენის ინიციატივით გამოდის

ნახვები: 523 ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. “მთავრობა” ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების ფორმატში შეხვედრების აღდგენის ინიციატივით გამოდის

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. “მთავრობა” თბილისთან ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ფარგლებში შეხვედრების აღდგენის ინიციატივით გამოდის.

ამის შესახებ განცხადება ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. “საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ” ირაკლი ტუჟბამ განაცხადა.

“აფხაზურმა მხარემ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების ფორმატის გალღობისთვის წინადადებების მორიგი პაკეტი მოამზადა. იმედი მაქვს, რომ ჩვენი ახლანდელი წინადადებები შესაბამის რეაგირებას მიიღებენ საქართველოში და ამ ფორმატში მუშაობის დაწყებას შევძლებთ”, - განაცხადა ტუჟბამ.

მისი თქმით, აფხაზეთი რამდენიმე წელია აქტიურად მუშაობს ფორმატის აღსადგენად, მაგრამ თბილისი არანაირ აქტიურობას ან IPRM-ის აღდგენის სურვილს არ იჩენს.

“ვთვლით, რომ ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი ფორმატია, ჟენევის პროცესის ნაწილი, უსაფრთხოების ე.წ. ლოკალური მექანიზმი. 2021 წელს გამოვედით ოფიციალური წინადადებებით, რომლებიც გაეროს წარმომადგენლების მეშვეობით ჩვენს ქართველ კოლეგებს გადავეცით”, - აღნიშნა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. “საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ.”

IPN

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა