გოგნის ქარის ელექტროსადგური – როგორ შეიძლება ერთმა ინვესტიციამ რამდენიმე სოფლის ეკონომიკა შეცვალოს
Ukraine’s air defenses down 112 Russian drones, three missiles overnight
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,990 over past day
Vučić concedes defeat in Parliamentary election
მედია: ტრამპის ადმინისტრაცია ვიქტორ ორბანს გაეროს გენერალური მდივნის პოსტზე მხარს უჭერს – ვაშინგტონი რუსეთისა და ჩინეთის მხარდაჭერის მოპოვებასაც ცდილობს
Trump Administration backs Orbán for UN Secretary-General – media
FM Sybiha: War cannot be ended by stopping Ukraine’s resistance
Zelensky: Bipartisan support for Ukraine in U.S. grows stronger

მიხეილ სააკაშვილი - ვერ გაიტანეს პუტინის კანონი, მაგრამ გააქვთ იანუკოვიჩის სტილის ანტისაპროტესტო კანონები

ნახვები: 514 მიხეილ სააკაშვილი - ვერ გაიტანეს პუტინის კანონი, მაგრამ გააქვთ იანუკოვიჩის სტილის ანტისაპროტესტო კანონები

როგორც ჩანს, ოპოზიცია ვერ უხსნის ხალხს, რომ ის რასაც ახლა იღებენ ისეთივე მავნეა, როგორც „უცხოელი აგენტების" კანონი, - ამის შესახებ ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რითაც პარლამენტში შეკრებებისა და მანიფესტაციების დროს, დროებითი კონსტრუქციების განთავსების შეზღუდვასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ინიციატივის დამტკიცებას ეხმაურება.

როგორც სააკაშვილი წერს, „ქართულმა ოცნებამ“ საკონსტიტუციო სასამართლოში სპეციალურად დაგეგმა სპექტაკლი, „რათა თბილისში მიეღოთ იანუკოვიჩის სტილის ანტისაპროტესტო კანონები“.

„სპეციალურად დაგეგმეს „საკონსტიტუციოს" სპექტაკლი ბათუმში, რათა თბილისში პარალელურად კონვეიერზე დააყენონ და მიიღონ იანუკოვიჩის სტილის ანტისაპროტესტო კანონები.

ვერ გაიტანეს პუტინის კანონი, მაგრამ გააქვთ იანუკოვიჩის კანონები, თუმცა ამჯერად, როგორც ჩანს, ოპოზიცია ვერ უხსნის ხალხს, რომ ის რასაც ახლა იღებენ ისეთივე მავნეა, როგორც "უცხოელი აგენტების" კანონი.

ასევე ელექტრონული ხმის მიცემის ივანიშვილისეული სისტემა ზუსტად იმეორებს პუტინის რუსული ელექტრონული არჩევნების სისტემას - ის, ფაქტობრივად, აუქმებს არჩევნებს, ამიტომაც მომავალი წლის ოქტომბრამდე ხელებჩამოშვებული მოცდა, საბოლოოდ გაანადგურებს ქართულ სახელმწიფოს“,- წერს სააკაშვილი „ფეისბუქ“ გვერდზე.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა