MI5-ის ხელმძღვანელი: რუსეთი მთავარი აგრესორია, უცხო სახელმწიფოებიდან მომდინარე საფრთხეები კი ბოლო ათწლეულში ოთხჯერ გაიზარდა
გოჩა მირცხულავა: ოპოზიციური პარტიების აკრძალვის დაჩქარების უკან შესაძლოა მნიშვნელოვანი სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება იდგეს
ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმეზე საკონსტიტუციო სასამართლოში სხდომები 21, 22 და 23 ოქტომბერს გაიმართება - ოპოზიციონერები პროცესის დაჩქარებაზე საუბრობენ
4 ოქტომბრის საქმეზე მურთაზ ზოდელავას, ლაშა ბერიძეს, გური ჟვანიასა და ირაკლი ჩხვირკვიას საპროცესო შეთანხმება გაუფორმდებათ
მანანა კობახიძეს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილება ვადაზე ადრე შეუწყდა - გადაწყვეტილება პირადი განცხადების საფუძველზე მიიღეს
თამარ ონიანი: ვენეციის კომისიის შეფასებით, „გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილებები საქართველოს სუვერენიტეტის დაცვის ნაცვლად, მის შერყევის საფრთხეს ქმნის
ალეკო ელისაშვილი: 2 ოქტომბერს რუსთავის ციხეში ნამდვილი ბუნტი იყო, დაახლოებით 20 პატიმარი გაიყვანეს და სცემეს
სალომე ზურაბიშვილი: საქართველოს პოლიტიკური კრიზისის გადაწყვეტა ნაწილობრივ უკრაინის გამარჯვებაზეა დამოკიდებული - არ უნდა გვეშინოდეს რუსეთის მარცხის

“ანგარიშები გაუყინონ კი არა, დასაჭერია ფარცხალაძე, წყნეთშია წამოწოლილი და აგენტურულ ქსელს მართავს” – ჯაფარიძე

ნახვები: 555 “ანგარიშები გაუყინონ კი არა, დასაჭერია ფარცხალაძე, წყნეთშია წამოწოლილი და აგენტურულ ქსელს მართავს” – ჯაფარიძე

“გირჩი – მეტი თავისუფლების” ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე  სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

"მე ვითხოვ, რომ ფარცხალაძე დაიჭირონ, იმიტომ, რომ ფარცხალაძე არის დასაჭერი. ფარცხალაძე არის გაშიფრული რუსეთის აგენტი, რომელიც ცხოვრობს ახლა, წყნეთშია წამოწოლილი და თავის აგენტურულ ქსელს მართავს, რომლითაც ახორციელებს გავლენას როგორც ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტს უწერია, საქართველოში საზოგადოებრივ აზრსა და ქართულ პოლიტიკაზე. ეს ადამიანი არის დასაჭერი. არსებობს საფრთხე, რომ ეს ადამიანი ქვეყნიდან გაიქცეს. ეს ადამიანი არის დასაკავებელი, მისაცემია წინასწარ პატიმრობაში, შემდეგ არის გამოძიება ჩასატარებელი და შემდეგ არის ჩასასმელი ციხეში. მარტივი ამბავია, ოღონდ ეს უნდა გააკეთოს ნორმალურმა ხელისუფლებამ, იმიტომ, რომ ამას არ გააკეთებს რუსული ხელისუფლება. მოლოდინი, რომ ისინი ამას იზამენ, არ არის, მაგრამ ის, რა მოლოდინი შეიძლება ჰქონეს ნორმალურ საქართველოს მოქალაქეს, არის ეს, რომ ანგარიშები გაუყინონ კი არა, დასაჭერია.

შეგახსენებთ, რომ ამ წუთებში ეროვნულ ბანკთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. ადგილზე ოპოზიციონერი პოლიტიკოსები და რიგითი მოქალაქეები არიან შეკრეულები. ისინი ნათია თურნავას იმ გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის მიხედვითაც ოთარ ფარცხალაძეს ანგარიშებზე წვდომა აღუდგა

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა