ელენე ხოშტარია ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმეზე: ამას ჰქვია ღალატის პროცესი – ოკუპაცია ბრალდება საქართველოს, დასავლეთი კი მტრად ცხადდება
დონალდ ტრამპი საფრანგეთს საზღვრების დაუყოვნებლივ ჩაკეტვისკენ მოუწოდებს – „მიგრანტებმა ქვეყანა ხელში ჩაიგდეს“
ევროკომისია ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმეზე: სასამართლო სისტემის შემაშფოთებელი ინსტრუმენტალიზაცია საფრთხეს უქმნის დემოკრატიულ პლურალიზმს
საფრანგეთში არეულობების გამო ქალაქების მერებს ნაწილობრივი კომენდანტის საათის დაწესების უფლება მიეცათ
ირაკლი ღარიბაშვილის საქმე სასამართლოს არსებით განხილვაზე გადავიდა – მოსამართლემ დაცვის მხარის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა
ჟურნალისტი ვახო სანაია საკუთარ საცხოვრებელ სახლთან დააკავეს – „ჩვენ არ გავჩუმდებით, რამდენი პატიმრობაც უნდათ, იმდენი გამოწერონ“
ირაკლი ღარიბაშვილის საქმის განხილვა ღია რეჟიმში ჩატარდება – სასამართლომ პროკურატურის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა
რომან გოცირიძე: ციფრული ფული გარდაუვალი განვითარებაა, თუმცა სახელმწიფოს მოქალაქეთა ფინანსებზე კონტროლის დამატებით ბერკეტებსაც აძლევს

უკრაინის ხელისუფლებამ დეპუტატებსა და მაღალჩინოსნებს საზღვარგარეთ გასვლა აუკრძალა

ნახვები: 535 უკრაინის ხელისუფლებამ დეპუტატებსა და მაღალჩინოსნებს საზღვარგარეთ გასვლა აუკრძალა

რადას დეპუტატის ძვირად ღირებულ კურორტზე დასვენების სკანდალის შემდეგ უკრაინის ხელისუფლებამ სახალხო დეპუტატებსა და მაღალჩინოსნებს საზღვარგარეთ გასვლა აუკრძალა.

ამასთან, ხელისუფლება მუშაობს კანონმდებლობის შემუშავებაზე, რომელიც საჯარო მოხელეების მივლინებებს დაარეგულირებს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისში უკრაინულ გამოცემა „უკრაინსკაია პრავდას“ განუცხადეს.

„ეს სიმართლეა, რომ ყველა დეპუტატს და მაღალჩინოსანს უკრაინიდან გასვლა დაუბლოკეს. ადამიანებმა რეალობასთან კავშირი დაკარგეს. ამიერიდან შესაბამისი ორგანოები ძალიან გულდასმით შეამოწმებენ დოკუმენტებს მივლინებების, მიწვევების, მარშრუტის შესახებ, რათა არ მოხდეს ისე, რომ მივლინება ვილნიუსშია, ადამიანები კი ბრუნდებიან ხორვატიიდან, სადაც კიდევ ერთი კვირა ყოვნდებიან. ახლა დასრულდება დადგენილების შემუშავება, რომელიც არეგულირებს მივლინებებსა და შვებულებებს საზღვარგარეთ სამხედროების მიმართაც. არის მოსაზრებები იმის შესახებაც, რომ განსაკუთრებით სკანდალურმა პირებმა, მას შემდეგ რაც მანდატს დაკარგავენ, შეძლონ, გაწვევის უწყებების მიღება და საომრად წასვლა“, – განუცხადა უკრაინულ მედიასაშუალებას ქვეყნის პრეზიდენტის ოფისის წარმომადგენელმა.

მანამდე უკრაინულ მედიაში გავრცელდა დაუდასტურებელი ინფორმაცია, რომ სასაზღვრო-გამშვებმა პუნქტებმა საზღვარგარეთ ყველა მაღალჩინოსნისა და დეპუტატის გაშვების აკრძალვის მითითება მიიღეს.

უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ დეპუტატ იური არისტოვის მალდივის კუნძულებზე დასვენებასთან დაკავშირებით სისხლის სამართლის წარმოება დაიწყო. ახლა მოწმდება მისი დასასვენებლად წასვლის კანონიერების ფაქტი, მიუხედავად ოფიციალური პირებისთვის საზღვარგარეთ გამგზავრების აკრძალვისა.

 

 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა