კოტე კემულარია: რუსეთი ქართული ღვინისა და სასმელების იმპორტის შეზღუდვით „ქართული ოცნებისგან“ მეტ დათმობას მოითხოვს
ეროვნულმა ბანკმა „ბიტექსჩეინჯი“ 572 მილიონ ლარზე მეტით დააჯარიმა — ნანა ყეინიშვილი საბჭოს საქმიანობას ჩამოაშორეს
დათო გამცემლიძე: მოსკოვის მიერ ქართული ღვინისა და მინერალური წყლების შეზღუდვა შესაძლოა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან თავდაუსხმელობის შეთანხმების მოთხოვნას უკავშირდებოდეს
ზელენსკი: რუსეთმა დიზელზე სანქციების მოხსნისთვის მადლობა ზაპოროჟიეში 12 ადამიანის მკვლელობით გადაიხადა
პაველ ჰერჩინსკი: საქართველოსა და ევროკავშირის მეგობრობას ანტიევროპული რიტორიკა აზიანებს
დიდი ბრიტანეთი ტრამპისა და პუტინის შეთანხმების საპასუხოდ: უკრაინის მხარდაჭერას გავაგრძელებთ და რუსეთზე სანქციებს შევინარჩუნებთ
Axios: ტრამპმა პუტინთან რუსულ დიზელზე შეთანხმება გადაწყვიტა, რადგან უკრაინამ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმები არ შეწყვიტა
პაველ ჰერჩინსკი: საქართველოში ადამიანები ტროტუარზე დგომისა და „ფეისბუქზე“ პოსტების გამო ციხეში მიდიან - ევროკავშირის მინისტრები ვითარების გაუარესებას განიხილავენ

დიმიტრი პესკოვი - „დიდი შვიდეულის“ განზრახვა, უზრუნველყოს უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები, მცდარი და საშიშია, რადგან ამ გზით რუსეთის უსაფრთხოებას ხელყოფენ

ნახვები: 559 დიმიტრი პესკოვი - „დიდი შვიდეულის“ განზრახვა, უზრუნველყოს უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები, მცდარი და საშიშია, რადგან ამ გზით რუსეთის უსაფრთხოებას ხელყოფენ

„დიდი შვიდეულის“ განზრახვა, უზრუნველყოს უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები, მცდარი და საშიშია, რადგან ამ გზით „დიდი შვიდეულის“ ქვეყნები ხელყოფენ რუსეთის უსაფრთხოებას, – ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

„უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების საკითხთან ჩვენ ძალიან ნეგატიური დამოკიდებულება გვაქვს. ეს თემა პირდაპირ კავშირშია განცხადებასთან, რომ „დიდი შვიდეულის“ ქვეყნები დღეს უზრუნველყოფენ უსაფრთხოების გარანტიებს და გაახმოვანებენ ამ ფაქტს უკრაინასთან მიმართებით. მიგვაჩნია, რომ ეს უკიდურესად მცდარია და პოტენციურად ძალიან საშიში“, – აღნიშნა პესკოვმა.

რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერის თქმით, „უკრაინის უსაფრთხოების ნებისმიერი გარანტიის მიცემით, ეს ქვეყნები რეალურად უგულებელყოფენ უსაფრთხოების განუყოფლობის საერთაშორისო პრინციპს“.

პესკოვის განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილება გრძელვადიან, საშუალო და თუნდაც მოკლევადიან პერსპექტივაში უარყოფითი შედეგების მომტანია.

„დიდი შვიდეულის“ წევრმა ქვეყნებმა მიიღეს ერთობლივი დეკლარაცია, რომელშიც უკრაინის მხარდაჭერასა და სხვადასხვა სფეროში უკრაინის მიერ გასატარებელ რეფორმებზეა საუბარი. დეკლარაციაში, რომელიც „დიდი შვიდეულის“ ლიდერებმა ნატო-ს სამიტზე წარადგინეს, აღნიშნულია, რომ „დიდი შვიდეულის“ ქვეყნები მიიღებენ ყოვლისმომცველ ზომებს უკრაინის გრძელვადიანი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა