საკონსტიტუციო სასამართლომ „გახარია საქართველოსთვის“ შუამდგომლობა საქმის განხილვის გადადების თაობაზე არ დააკმაყოფილა
No negotiated peace possible while Putin in power – Hudson Institute President
ზელენსკი: მზად ვარ, ფლორიდაში ტრამპსა და პუტინს შევხვდე სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად – G20-ის სამიტზე მიწვევა ჯერ არ მიგვიღია
Zelensky to attend G20 summit in Florida for talks with Trump and Putin if invited
Russia to step up ballistic missile attacks as U.S. cuts Patriot missile supplies to Ukraine – Zelensky
Trump asked Musk to lift Starlink restrictions in Ukraine – WSJ
Merz: Lasting peace in Ukraine impossible without Europe`s participation
`Nothing personal between me and Trump`- Zelensky comments on tensions with U.S.

ეს ამაზრზენი კადრები არის ივანიშვილის რეჟიმის მმართველობის სახე - ბოკერია "პრაიდ ფესტივალის"ჩაშლაზე

ნახვები: 523 ეს ამაზრზენი კადრები არის ივანიშვილის რეჟიმის მმართველობის სახე - ბოკერია "პრაიდ ფესტივალის"ჩაშლაზე

"ევროპული საქართველოს" ლიდერი გიგა ბოკერია ამაზრზენს უწოდებს რადიკალების დღევანდელ ქმედებას, რასაც პრაიდ ფესტივალის ჩაშლა მოჰყვა.

მისი თქმით, ის რაც დღეს მოხდა არის ივანიშვილის რეჟიმის მმართველობის სახე.

"ეს ამაზრზენი კადრები კიდევ ერთხელ რაც ვიხილეთ, არის სახე ივანიშვილის რეჟიმის მმართველობის, იმ შედეგების რაც ამან მოგვიტანა. არ უნდა მოვიტყუოთ თავი. ზოგადად, ჩვენზე მეტად წარმატებული, ახლო წარსულის თუ აწმყოს ქვეყანაშიც არსებობენ ძალადობისკენ მიდრეკილი ადამიანები თუ შავრაზმული ჯგუფები. აქ საკვანძო არის, რომ ჩვენს შემთხვევაში ეს ხალხი არის მთლიანად ნაწილი ივანიშვილის რეჟმისა და მათი ინსტრუმენტია". - ამბობს ბოკერია.

რადიკალებმა ლისის ტერიტორია დაიკავეს. თავისუფალი ადამიანის სივრცეს ახლა პრორუსულად განწყობილი ძალები აკონტროლებენ. პრაიდის ჩაშლის შემდეგ, მსვლელობაში მონაწილეებმა ფესტივალის სივრცე დაარბიეს. დაშალეს სცენა, ინვენტარის ნაწილი კი დაწვეს. მოწინააღმდეგეთა ჯგუფს პოლიციაა აკონტორლებს, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტრომ დღეს პროპორციული ძალის გამოყენება მათ შესაჩერებლად.
 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა