საკონსტიტუციო სასამართლომ „გახარია საქართველოსთვის“ შუამდგომლობა საქმის განხილვის გადადების თაობაზე არ დააკმაყოფილა
No negotiated peace possible while Putin in power – Hudson Institute President
ზელენსკი: მზად ვარ, ფლორიდაში ტრამპსა და პუტინს შევხვდე სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად – G20-ის სამიტზე მიწვევა ჯერ არ მიგვიღია
Zelensky to attend G20 summit in Florida for talks with Trump and Putin if invited
Russia to step up ballistic missile attacks as U.S. cuts Patriot missile supplies to Ukraine – Zelensky
Trump asked Musk to lift Starlink restrictions in Ukraine – WSJ
Merz: Lasting peace in Ukraine impossible without Europe`s participation
`Nothing personal between me and Trump`- Zelensky comments on tensions with U.S.

ენტონი ბლინკენი - სომხეთ-აზერბაიჯანის მოლაპარაკებების დასრულებისა და სამშვიდობო შეთანხმების მიღწევისთვის მძიმე სამუშაოა საჭირო

ნახვები: 523 ენტონი ბლინკენი - სომხეთ-აზერბაიჯანის მოლაპარაკებების დასრულებისა და სამშვიდობო შეთანხმების მიღწევისთვის მძიმე სამუშაოა საჭირო

სომხეთ-აზერბაიჯანის მოლაპარაკებების დასრულებისა და სამშვიდობო შეთანხმების მიღწევისთვის მძიმე სამუშაოა საჭირო, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი აცხადებს.

როგორც ბლინკენი ამბობს, ჯერ კიდევ დიდი სამუშაოა საბოლოო შეთანხმების მისაღწევად მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის დასასრულებლად. ამის შესახებ ბლინკენმა სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის მოლაპარაკებების შემდეგ განაცხადა, რომელსაც ვაშინგტონმა უმასპინძლა.

ბლინკენმა ამერიკელი ოფიციალური პირების შუამავლობით გამართული მოლაპარაკებების შემდეგ აღნიშნა, რომ ზოგიერთი ყველაზე რთული საკითხი გადაუჭრელი დარჩა, თუმცა დეტალები არ დაუკონკრეტებია.

ამასთან, აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა თქვა, რომ მოლაპარაკებებში მიღწეულია პროგრესი, მათ შორის „შეთანხმება რამდენიმე დამატებით მუხლზე“ და აღნიშნა, რომ მოლაპარაკებები გაიმართა „გულწრფელად და ღიად“.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა