გოგნის ქარის ელექტროსადგური – როგორ შეიძლება ერთმა ინვესტიციამ რამდენიმე სოფლის ეკონომიკა შეცვალოს
Ukraine’s air defenses down 112 Russian drones, three missiles overnight
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,990 over past day
Vučić concedes defeat in Parliamentary election
მედია: ტრამპის ადმინისტრაცია ვიქტორ ორბანს გაეროს გენერალური მდივნის პოსტზე მხარს უჭერს – ვაშინგტონი რუსეთისა და ჩინეთის მხარდაჭერის მოპოვებასაც ცდილობს
Trump Administration backs Orbán for UN Secretary-General – media
FM Sybiha: War cannot be ended by stopping Ukraine’s resistance
Zelensky: Bipartisan support for Ukraine in U.S. grows stronger

პაატა მანჯგალაძე - ვნატრობ კავკასიაში რუსეთის გავლენის შემცირებას, ეტყობა, სააკაშვილი ამ შესაძლებლობას ხედავს, სამწუხაროდ, ჩვენ ამ წუთას ვერ ვხედავთ

ნახვები: 514 პაატა მანჯგალაძე - ვნატრობ კავკასიაში რუსეთის გავლენის შემცირებას, ეტყობა, სააკაშვილი ამ შესაძლებლობას ხედავს, სამწუხაროდ, ჩვენ ამ წუთას ვერ ვხედავთ

სააკაშვილი განცხადების პათოსი მე როგორც მესმის არის ის, რომ რუსეთი ისე დასუსტდეს, რომ კავკასიაში და კავკასიაზე გავლენა არ ჰქონდეს. მაგალითად, საქართველოზე გავლენა, რომ არ ჰქონდეს რუსეთს მაგაზე ვოცნებობ, ნატვრას ვიტყვი, რადგან სიტყვა ოცნება „ქართულმა ოცნებამ“ გააფუჭა, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მანჯგალაძის თქმით, ისურვებდა კავკასიაში რუსეთის გავლენის შემცირებას.

„ვნატრობ, ის დღე დადგეს, როცა რუსეთს კავკასიაში, კერძოდ, სამხრეთ კავკასიაში არ ექნება გავლენა და საქართველოდან საოკუპაციო ჯარები გავა. სააკაშვილიც ამას გულისხმობს. ჩამოთვლილი ადამიანები – შამილი და დუდაევი, არიან ადამიანები, ვინც კავკასიის თავისუფლებისთვის იბრძოდნენ და გასაგებია პათოსი, რა თქმა უნდა, რუსეთის გავლენის შემცირება კავკასიაში ნამდვილად მინდა. კომპრომისის ხელოვნებასთან ერთად პოლიტიკა შესაძლებლობების ხელოვნება. კარგი პოლიტიკოსობა ნიშნავს იმას, რომ დაინახო ის, რასაც ჩვეულებრივი ადამიანები ვერ ხედავენ. ეტყობა, სააკაშვილი ამ შესაძლებლობას ხედავს, სამწუხაროდ ჩვენ ამ წუთას ამას ვერ ვხედავთ“, – განაცხადა მანჯგალაძემ.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა