MI5-ის ხელმძღვანელი: რუსეთი მთავარი აგრესორია, უცხო სახელმწიფოებიდან მომდინარე საფრთხეები კი ბოლო ათწლეულში ოთხჯერ გაიზარდა
გოჩა მირცხულავა: ოპოზიციური პარტიების აკრძალვის დაჩქარების უკან შესაძლოა მნიშვნელოვანი სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება იდგეს
ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმეზე საკონსტიტუციო სასამართლოში სხდომები 21, 22 და 23 ოქტომბერს გაიმართება - ოპოზიციონერები პროცესის დაჩქარებაზე საუბრობენ
4 ოქტომბრის საქმეზე მურთაზ ზოდელავას, ლაშა ბერიძეს, გური ჟვანიასა და ირაკლი ჩხვირკვიას საპროცესო შეთანხმება გაუფორმდებათ
მანანა კობახიძეს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილება ვადაზე ადრე შეუწყდა - გადაწყვეტილება პირადი განცხადების საფუძველზე მიიღეს
თამარ ონიანი: ვენეციის კომისიის შეფასებით, „გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილებები საქართველოს სუვერენიტეტის დაცვის ნაცვლად, მის შერყევის საფრთხეს ქმნის
ალეკო ელისაშვილი: 2 ოქტომბერს რუსთავის ციხეში ნამდვილი ბუნტი იყო, დაახლოებით 20 პატიმარი გაიყვანეს და სცემეს
სალომე ზურაბიშვილი: საქართველოს პოლიტიკური კრიზისის გადაწყვეტა ნაწილობრივ უკრაინის გამარჯვებაზეა დამოკიდებული - არ უნდა გვეშინოდეს რუსეთის მარცხის

უკრაინის თავდაცვის მინისტრი - ამჟამინდელ კონტრშეტევა მოსამზადებელი ოპერაციაა, ის წარმატებული იქნება, როდესაც სრულად ამოქმედდება

ნახვები: 555 უკრაინის თავდაცვის მინისტრი - ამჟამინდელ კონტრშეტევა მოსამზადებელი ოპერაციაა, ის წარმატებული იქნება, როდესაც სრულად ამოქმედდება

უკრაინის თავდაცვის მინისტრი ალექსეი რეზნიკოვი აცხადებს, რომ ამჟამინდელ კონტრშეტევა „მოსამზადებელი ოპერაციაა“ და ის წარმატებული იქნება, როდესაც სრულად ამოქმედდება. ამის შესახებ რეზნიკოვმა „ფოქს ნიუსთან“ ინტერვიუში ისაუბრა.

„ჩემთვის ეს კონტრშეტევა შემდეგი ნაბიჯია გამარჯვებამდე. ვგრძნობ, რომ ჩვენ მოვიგებთ ამ ომს, რადგან ჩვენ ვიბრძვით ჩვენი ქვეყნისთვის… ეს წელი გარდამტეხი იქნება“, – განაცხადა უკრაინის თავდაცვის მინისტრმა.

რეზნიკოვი მიიჩნევს, რომ უკრაინა აუცილებლად გახდება ნატო-ს წევრი, თუმცა ამისთვის საჭირო იქნება გარკვეული პერიოდი და ეს ომის დასრულების შემდეგ მოხდება.

„ნატოს ქვეყნების საუკეთესო ინტერესშია უკრაინის გაწევრიანება, რადგან უკრაინამ იცის, როგორ დაამარცხოს და შეაკავოს რუსული შეიარაღებული ძალები“, – აღნიშნა ალექსეი რეზნიკოვმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა