კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ენტონი ბლინკენი - ზოგიერთი ცნობა, რომელიც ვნახეთ ბირთვულ საკითხზე შეთანხმების ან ირანში ამერიკელი მოქალაქეების გათავისუფლების შესახებ, არაზუსტია და არ შეესაბამება სიმართლეს

ნახვები: 529 ენტონი ბლინკენი - ზოგიერთი ცნობა, რომელიც ვნახეთ ბირთვულ საკითხზე შეთანხმების ან ირანში ამერიკელი მოქალაქეების გათავისუფლების შესახებ, არაზუსტია და არ შეესაბამება სიმართლეს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა უარყო ჭორები იმის შესახებ, რომ ვაშინგტონი და თეირანი ახლოს არიან ირანის ბირთვული პროგრამის შეზღუდვის შეთანხმებასთან, – ამის შესახებ „ამერიკის ხმა“ წერს.

„ირანს რაც შეეხება, ზოგიერთი ცნობა, რომელიც ჩვენ ვნახეთ ბირთვულ საკითხზე შეთანხმების ან ირანში ამერიკელი მოქალაქეების გათავისუფლების შესახებ, უბრალოდ არაზუსტია და არ შეესაბამება სიმართლეს“, – განაცხადა ბლინკენმა.

ორშაბათს თეირანმა განაცხადა, რომ არაპირდაპირ მოლაპარაკებებს აწარმოებს აშშ-სთან ბირთვული პროგრამის, სანქციებისა და დაკავებულების შესახებ.

ირანში აშშ-ის სამი მოქალაქეა დაკავებული, რომლებიც 2015 წელს სავარაუდო ჯაშუშობისთვის დააკავეს. როგორც მედია წერს, ორი წელია, ქვეყნები ვერ ახერხებენ ირანთან შეთანხმებას.

მანამდე, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ აშშ „არ გამორიცხავს არცერთ ვარიანტს იმის უზრუნველსაყოფად, რომ ირანმა არასდროს მიიღოს ბირთვული იარაღი“.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა