გოგნის ქარის ელექტროსადგური – როგორ შეიძლება ერთმა ინვესტიციამ რამდენიმე სოფლის ეკონომიკა შეცვალოს
Ukraine’s air defenses down 112 Russian drones, three missiles overnight
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,990 over past day
Vučić concedes defeat in Parliamentary election
მედია: ტრამპის ადმინისტრაცია ვიქტორ ორბანს გაეროს გენერალური მდივნის პოსტზე მხარს უჭერს – ვაშინგტონი რუსეთისა და ჩინეთის მხარდაჭერის მოპოვებასაც ცდილობს
Trump Administration backs Orbán for UN Secretary-General – media
FM Sybiha: War cannot be ended by stopping Ukraine’s resistance
Zelensky: Bipartisan support for Ukraine in U.S. grows stronger

კახა კალაძე - ოპოზიცია თავად მიიღებს გადაწყვეტილებას, რა ფორმით გამოვა 2024 წლის არჩევნებზე

ნახვები: 514 კახა კალაძე - ოპოზიცია თავად მიიღებს გადაწყვეტილებას, რა ფორმით გამოვა 2024 წლის არჩევნებზე

„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის განცხადებებიდან აშკარად იკვეთება, რომ ძალიან აცდენილია რეალობას, ოპოზიცია თავად მიიღებს გადაწყვეტილებას, რა ფორმით გამოვა 2024 წლის არჩევნებზე, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

კალაძე გამოეხმაურა ლევან ხაბეიშვილის იმ განცხადებას, სადაც ის ამბობს: „ჩვენთან უნდა ისაუბროს ყველამ, მოვიდნენ და თუ უნდათ, მივეხმარებით, რომ 5-7 პროცენტი მიიღონ, რათა ხვალ, ზეგ იყოს კოალიციური მთავრობა“.

კალაძის თქმით, ქვეყანაში 2012 წლამდე რაც ხდებოდა, ყველაფრის მთავარი შემოქმედები არიან ზუსტად ის კონკრეტული პარტია და პარტიები, რომლებიც ადრე ერთად იყვნენ.

„არ ვიცი, რა ტაქტიკით გამოვლენ არჩევნებზე, ეს მათი გადასაწყვეტია. რამდენად სწორი იქნება, ხაბეიშვილს ვუპასუხოთ, ესეც არ ვიცი. ზოგადად, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის განცხადებებიდან აშკარად იკვეთება, რომ ძალიან აცდენილია არსებულ რეალობას. ოპოზიცია თავად მიიღებს გადაწყვეტილებას, რა ფორმით გამოვა 2024 წლის არჩევნებზე. ცალკე პარტიები იქნებიან, თუ გაერთიანდებიან, ეს მათი გადასაწყვეტია. ერთი რამ ვიცი, რომ ამ ქვეყანაში მომავალი ნამდვილად არ აქვს რადიკალიზმს, ბოროტებას, იმას, რაც ხდებოდა ქვეყანაში 2012 წლამდე. ეს ყველაფერი წარსულია და ამის მთავარი შემოქმედები გახლდათ ზუსტად ის კონკრეტული პარტია და პარტიები, რომლებიც ადრე ერთად იყვნენ“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა