დონალდ ტრამპი საფრანგეთს საზღვრების დაუყოვნებლივ ჩაკეტვისკენ მოუწოდებს – „მიგრანტებმა ქვეყანა ხელში ჩაიგდეს“
ევროკომისია ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმეზე: სასამართლო სისტემის შემაშფოთებელი ინსტრუმენტალიზაცია საფრთხეს უქმნის დემოკრატიულ პლურალიზმს
საფრანგეთში არეულობების გამო ქალაქების მერებს ნაწილობრივი კომენდანტის საათის დაწესების უფლება მიეცათ
ირაკლი ღარიბაშვილის საქმე სასამართლოს არსებით განხილვაზე გადავიდა – მოსამართლემ დაცვის მხარის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა
ჟურნალისტი ვახო სანაია საკუთარ საცხოვრებელ სახლთან დააკავეს – „ჩვენ არ გავჩუმდებით, რამდენი პატიმრობაც უნდათ, იმდენი გამოწერონ“
ირაკლი ღარიბაშვილის საქმის განხილვა ღია რეჟიმში ჩატარდება – სასამართლომ პროკურატურის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა
რომან გოცირიძე: ციფრული ფული გარდაუვალი განვითარებაა, თუმცა სახელმწიფოს მოქალაქეთა ფინანსებზე კონტროლის დამატებით ბერკეტებსაც აძლევს
ჟურნალისტ ვახო სანაიას სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული სამი პოსტის გამო 30-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა

რუსეთის სარაკეტო იერიშს კიევზე მსხვერპლი მოჰყვა, დაღუპულია 11 წლის ბავშვიც

ნახვები: 537 რუსეთის სარაკეტო იერიშს კიევზე მსხვერპლი მოჰყვა, დაღუპულია 11 წლის ბავშვიც

კიევსა და უკრაინის რამდენიმე ოლქში საჰაერო განგაში გამოცხადდა. დედაქალაქსა და კიევის ოლქში აფეთქებების ხმა ისმოდა და საჰაერო თავდაცვა ამოქმედდა.

წინასწარი ინფორმაციით დაღუპულია სამი ადამიანი, მათ შორის 11 წლის ბავშვი. 

კერძოდ, დესნიანსკის რაიონში დაიღუპა სამი ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი (დაბადებული 2012 წელს); დაშავდა 10 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი.

კიევის მერის განცხადებით, დაღუპულებს შორის ერთი ბავშვია, ასევე დაშავებულია ერთი მცირეწლოვანი.

მისივე ინფორმაციით, დედაქალაქის დესნიანსკისა და დნეპროვსკის რაიონებში დაშავებულები უკვე ჰოსპიტალიზებული არიან.

რუსულმა ძალებმა მაისში კიევს 17-ჯერ დაარტყეს. აქედან სამი თავდასხმა ერთ დღეში განხორციელდა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა