კოტე კემულარია: რუსეთი ქართული ღვინისა და სასმელების იმპორტის შეზღუდვით „ქართული ოცნებისგან“ მეტ დათმობას მოითხოვს
ეროვნულმა ბანკმა „ბიტექსჩეინჯი“ 572 მილიონ ლარზე მეტით დააჯარიმა — ნანა ყეინიშვილი საბჭოს საქმიანობას ჩამოაშორეს
დათო გამცემლიძე: მოსკოვის მიერ ქართული ღვინისა და მინერალური წყლების შეზღუდვა შესაძლოა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან თავდაუსხმელობის შეთანხმების მოთხოვნას უკავშირდებოდეს
ზელენსკი: რუსეთმა დიზელზე სანქციების მოხსნისთვის მადლობა ზაპოროჟიეში 12 ადამიანის მკვლელობით გადაიხადა
პაველ ჰერჩინსკი: საქართველოსა და ევროკავშირის მეგობრობას ანტიევროპული რიტორიკა აზიანებს
დიდი ბრიტანეთი ტრამპისა და პუტინის შეთანხმების საპასუხოდ: უკრაინის მხარდაჭერას გავაგრძელებთ და რუსეთზე სანქციებს შევინარჩუნებთ
Axios: ტრამპმა პუტინთან რუსულ დიზელზე შეთანხმება გადაწყვიტა, რადგან უკრაინამ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმები არ შეწყვიტა
პაველ ჰერჩინსკი: საქართველოში ადამიანები ტროტუარზე დგომისა და „ფეისბუქზე“ პოსტების გამო ციხეში მიდიან - ევროკავშირის მინისტრები ვითარების გაუარესებას განიხილავენ

ირაკლი ღარიბაშვილი - რუსეთმა გასულ წელს ევროკავშირისგან 300 მილიარდი ევრო მიიღო, ევროკავშირსა და აშშ-ს არ შეუწყვეტიათ სავაჭრო ურთიერთობები რუსეთთან, საქართველო რატომ უნდა იყოს გამონაკლისი?

ნახვები: 560 ირაკლი ღარიბაშვილი - რუსეთმა გასულ წელს ევროკავშირისგან 300 მილიარდი ევრო მიიღო, ევროკავშირსა და აშშ-ს არ შეუწყვეტიათ სავაჭრო ურთიერთობები რუსეთთან, საქართველო რატომ უნდა იყოს გამონაკლისი?

რუსეთმა გასულ წელს ევროკავშირისგან 300 მილიარდი ევრო მიიღო, ევროკავშირსა და აშშ-ს არ შეუწყვეტიათ სავაჭრო ურთიერთობები რუსეთთან და საქართველო რატომ უნდა იყოს გამონაკლისი? – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ბრატისლავაში, გლობალური უსაფრთხოების ფორუმის (GLOBSEC) ფარგლებში, თემატურ დისკუსიაში მონაწილეობისას განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველო სრულად აკმაყოფილებს საერთაშორისო ფინანსურ სანქციებს, ეს აღიარა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმაც და ევროკავშირის უწყებებმაც, მაგრამ სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები სხვა საკითხია.

„საქართველოს ეკონომიკა ძალიან პატარაა და საქართველოს ვაჭრობა რუსეთთან ერთ მილიარდზე ნაკლებია. ევროკავშირი გასულ წელს ერთ მილიარდ ევროს ყოველდღე უხდიდა რუსეთს. ანუ, რუსეთმა ევროკავშირისგან 300 მილიარდი ევრო მიიღო გასულ წელს და საქართველოსთან სავაჭრო ბრუნვა წელიწადში მარტო ერთი მილიარდია. ანუ, ეკონომიკური სანქციების შემთხვევაში ჩვენი გავლენა იქნებოდა 0,3%, ხოლო ჩვენს ეკონომიკაზე გავლენა იქნებოდა უმნიშვნელოვანესი. ამიტომ ჩემი აზრი არის ასეთი: ჩვენ სრულად შევესაბამებით საერთაშორისო საფინანსო სანქციებს, ამას ვაკეთებთ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა, ევროკავშირის უწყებებმა, ყველამ აღიარა, რომ საქართველო სრულად აკმაყოფილებს საერთაშორისო ფინანსურ სანქციებს, მაგრამ რაც შეეხება სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს, ეს სხვა რაღაც არის. ევროკავშირი ვაჭრობს რუსეთთან, არ შეუწყვეტია სავაჭრო ურთიერთობები, შეერთებული შტატებიც ასევე, საქართველო რატომ უნდა იყოს გამონაკლისი? კი ბატონო. ეს არის ერთ-ერთი მიზეზი. მეორე მიზეზი გახლავთ ის, რომ ჩვენ საკმაოდ განაწყენებული ვიყავით, რომ დასავლეთში სერიოზულად არავინ მიიღო 2008 წლის ომი. ესეც არის მიზეზი“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა