კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ადამიანებით ვაჭრობის ფაქტზე პოლიციამ 1 პირი დააკავა

ნახვები: 528 ადამიანებით ვაჭრობის ფაქტზე პოლიციამ 1 პირი დააკავა

ადამიანებით ვაჭრობის ფაქტზე პოლიციამ 1 პირი დააკავა. განცადებას ამის შესახებ შსს ავრცელებს.

უწყების ცნობით, თრეფიკინგის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქეა დაკავებული, რომელმაც ტაილანდის მოქალაქეებს  გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ კლიენტებისთვის სექსუალური მომსახურების გაწევას აიძულებდა.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ზესტაფონის მუნიციპალიტეტში, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) ბრალდებით, 1992 წელს დაბადებული, უცხო ქვეყნის მოქალაქე, ლ.ლ. დააკავეს.

დანაშაული 12-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული ბათუმის ერთ-ერთ სილამაზის სალონში დასაქმებას დაჰპირდა ტაილანდის რესპუბლიკის მოქალაქეებს - 1987 წელს დაბადებულ ი.ჩ.-ს, 1985 წელს დაბადებულ ტ.ჯ.-ს და 1984 წელს დაბადებულ პ.ს.-ს, რომლებიც აღნიშნული მიზნით საქართველოში ჩამოვიდნენ. ლ.ლ.-მ ისინი მოტყუებით წაიყვანა ქალაქ ზესტაფონში, თავის დროებით სარგებლობაში არსებულ სახლში, ჩამოართვა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია და მათ გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ კლიენტებისთვის სექსუალური მომსახურების გაწევას აიძულებდა.

პოლიციამ, ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ლ. ლ. ბრალდებულის სახით დააკავა.

ნივთმტკიცებად ამოღებულია უკანონოდ ჩამორთმეული პასპორტები, იძულებითი სექსუალური მომსახურების შედეგად მიღებული თანხა, ასევე, მობილური ტელეფონები და კომპიუტერული ტექნიკა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე პრიმა მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ორი ან მეტი პირის მიმართ ადამიანით ვაჭრობას (ტრეფიკინგი), - ნათქვამია უწყების განცხადებაში. 

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა