გოგნის ქარის ელექტროსადგური – როგორ შეიძლება ერთმა ინვესტიციამ რამდენიმე სოფლის ეკონომიკა შეცვალოს
Ukraine’s air defenses down 112 Russian drones, three missiles overnight
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,990 over past day
Vučić concedes defeat in Parliamentary election
მედია: ტრამპის ადმინისტრაცია ვიქტორ ორბანს გაეროს გენერალური მდივნის პოსტზე მხარს უჭერს – ვაშინგტონი რუსეთისა და ჩინეთის მხარდაჭერის მოპოვებასაც ცდილობს
Trump Administration backs Orbán for UN Secretary-General – media
FM Sybiha: War cannot be ended by stopping Ukraine’s resistance
Zelensky: Bipartisan support for Ukraine in U.S. grows stronger

გიტანას ნაუსედა - ვიცი, ქართველი ხალხი ენთუზიაზმით აღსავსეა ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, უნდა დააჩქაროთ ხელისუფლება ევროინტეგრაციის პროცესის დასაჩქარებლად

ნახვები: 514 გიტანას ნაუსედა - ვიცი, ქართველი ხალხი ენთუზიაზმით აღსავსეა ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, უნდა დააჩქაროთ ხელისუფლება ევროინტეგრაციის პროცესის დასაჩქარებლად

ვიცი, ქართველი ხალხი ენთუზიაზმით აღსავსეა ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, უნდა დააჩქაროთ ხელისუფლება ევროინტეგრაციის პროცესის დასაჩქარებლად, – ამის შესახებ ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ რეიკიავიკში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, საქართველომ ძალისხმევა უნდა გასწიოს, რათა რაც შეიძლება მალე გახდეს ჩვენი ევროპული თანამეგობრობის წევრი.

„საქართველო ჩვენი უსაფრთხოების არქიტექტურის მნიშვნელოვანი ნაწილია და მოხარული ვარ, რომ ვხედავ ქართულ დელეგაციას სამიტზე. მრგვალ მაგიდასთან დისკუსიები გვექნება, იმედი მაქვს, ევროსაბჭოს სამიტზე გვექნება შესაძლებლობა კონკრეტულ შედეგებამდე მივიდეთ, რადგან ეს საკმაოდ იშვიათი მოვლენაა და მხოლოდ მეოთხედ იმართება ლიდერების შეხვედრა.

მე მხარს დავუჭერ საქართველოს, თუ დაკმაყოფილდება წინაპირობები – რეფორმებს იმპლემენტაცია, ადამიანის უფლებები, კანონის უზენაესობა. საქართველომ ძალისხმევა უნდა გასწიოს იმისთვის, რომ რაც შეიძლება მალე გახდეს ჩვენი ევროპული თანამეგობრობის წევრი. გვჭირდება დინამიკა. მე ვიცი, ქართველი ხალხი ენთუზიაზმით აღსავსეა ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. თქვენ უნდა დააჩქაროთ თქვენი ხელისუფლება ევროინტეგრაციის პროცესის დასაჩქარებლად. დარწმუნებული ვარ, თქვენ ეს შეგიძლიათ. მე მიყვარს საქართველო“, – განაცხადა ნაუსედამ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა