კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

დიმიტრი პესკოვი - საქართველოში ფრენების განახლება და სავიზო რეჟიმის გაუქმება ჰუმანიტარული სახის გადაწყვეტილებაა

ნახვები: 529 დიმიტრი პესკოვი - საქართველოში ფრენების განახლება და სავიზო რეჟიმის გაუქმება ჰუმანიტარული სახის გადაწყვეტილებაა

საქართველოში ფრენების განახლება და სავიზო რეჟიმის გაუქმება ჰუმანიტარული სახის გადაწყვეტილებაა, – ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა ისაუბრა.

„გუშინ თბილისში განსხვავებული რეაქციები იყო. ნეგატიურიც იყო და თავშეკავებულიც, თუმცა ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, საუბარია ჰუმანიტარული ხასიათის გადაწყვეტილებაზე“, – განაცხადა დიმიტრი პესკოვმა მედიასთან საუბრისას.

მისივე თქმით, რუსეთის ხელისუფლება დიდი ხნის განმავლობაში იღებდა მიმართვებს ორივე ქვეყნის მოქალაქეებისა და მეწარმეებისგან, ასევე საზოგადოებრივი ასოციაციებისგან, სამეცნიერო წრეებისა და კულტურის სფეროში მოღვაწეებისგან, რომლებიც ითხოვდნენ ამ გადაწყვეტილების მიღებას.

კითხვაზე, არის თუ არა კრემლის აღნიშნული გადაწყვეტილება ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენის წინაპირობა, დიმიტრი პესკოვი პასუხობს, რომ სამომავლო პერსპექტივებზე საუბარი ჯერ ადრეა.

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მიერ მიღებული განკარგულება საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმებასა და პირდაპირი ფრენების აღდგენას ითვალისწინებს.

საქართველოსთან რუსეთს სავიზო რეჟიმი ცალმხრივად ჰქონდა დაწესებული. რუსეთის ფედერაციასთან სავიზო რეჟიმი 2012 წელს მაშინდელი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ბრძანებით გაუქმდა. მანამდე კი, 2010 წლის ოქტომბერში სავიზო რეჟიმის გაუქმება რუსეთის ფედერაციაში შემავალი ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკების მცხოვრებლებს შეეხოთ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა