MI5-ის ხელმძღვანელი: რუსეთი მთავარი აგრესორია, უცხო სახელმწიფოებიდან მომდინარე საფრთხეები კი ბოლო ათწლეულში ოთხჯერ გაიზარდა
გოჩა მირცხულავა: ოპოზიციური პარტიების აკრძალვის დაჩქარების უკან შესაძლოა მნიშვნელოვანი სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება იდგეს
ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმეზე საკონსტიტუციო სასამართლოში სხდომები 21, 22 და 23 ოქტომბერს გაიმართება - ოპოზიციონერები პროცესის დაჩქარებაზე საუბრობენ
4 ოქტომბრის საქმეზე მურთაზ ზოდელავას, ლაშა ბერიძეს, გური ჟვანიასა და ირაკლი ჩხვირკვიას საპროცესო შეთანხმება გაუფორმდებათ
მანანა კობახიძეს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილება ვადაზე ადრე შეუწყდა - გადაწყვეტილება პირადი განცხადების საფუძველზე მიიღეს
თამარ ონიანი: ვენეციის კომისიის შეფასებით, „გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილებები საქართველოს სუვერენიტეტის დაცვის ნაცვლად, მის შერყევის საფრთხეს ქმნის
ალეკო ელისაშვილი: 2 ოქტომბერს რუსთავის ციხეში ნამდვილი ბუნტი იყო, დაახლოებით 20 პატიმარი გაიყვანეს და სცემეს
სალომე ზურაბიშვილი: საქართველოს პოლიტიკური კრიზისის გადაწყვეტა ნაწილობრივ უკრაინის გამარჯვებაზეა დამოკიდებული - არ უნდა გვეშინოდეს რუსეთის მარცხის

იაგო ხვიჩია - როცა ნდობა და რეპუტაცია ამოწურული გაქვს, სადღეგრძელოებს იგონებ, რომ თითქოს ქართველ კაცს გეებისგან მთავრობის დაცვა სჭირდება

ნახვები: 555 იაგო ხვიჩია - როცა ნდობა და რეპუტაცია ამოწურული გაქვს, სადღეგრძელოებს იგონებ, რომ თითქოს ქართველ კაცს გეებისგან მთავრობის დაცვა სჭირდება

როცა ნდობა და რეპუტაცია ამოწურული გაქვს, სადღეგრძელოებს იგონებ, რომ ადამიანების ყურადღება ვაი პატრიოტული მოტივებით მიიპყრო, თითქოს ქართველ კაცს გეებისგან მთავრობის დაცვა სჭირდება, - ამის შესახებ „გირჩის“ დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა, რითაც უნგრეთში კონსერვატორთა კონფერენციაზე პრემიერ- მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის სიტყვით გამოსვლა შეაფასა.

ხვიჩია გამოეხმაურა ასევე ინფორმაციას, რომ „ევროპელი სოციალისტების“ პარტიამ დაგმო ირაკლი ღარიბაშვილის უნგრეთში გამოსვლა და მიიღო გადაწყვეტილება, ხელმძღვანელობის მომავალ სხდომაზე შეაფასოს „ქართული ოცნების“ სტატუსი პარტიაში. ხვიჩია აღნიშნავს, რომ ეს სავარაუდოდ, მათ შორის, „ქართული ოცნების“ „ძველი ვაჟკაცობებით“ არის გამოწვეული და რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ მათ პოზიციონირებას უკავშირდება.

„მე არ მგონია, რომ ერთ რომელიმე შეხვედრაზე წასვლა და იქ წარმოთქმული სიტყვა მმართველი პარტიის საიდანღაც გარიცხვის საფუძველი იყოს. ამიტომ ვფიქრობ, რომ ამაში ჩაფენილია ძველი ვაჟკაცობები „ქართული ოცნების“, განსაკუთრებით, მას შემდეგ, რაც რუსეთ- უკრაინის ომი დაიწყო. ზოგადად ის ქმედებები, რაც ბოლო პერიოდში არის „ქართული ოცნების“ მხრიდან, შეიძლება გახდეს ამის საფუძველი. გუშინდელ განცხადებებს რაც შეეხება, როცა პოლიტიკური ნდობა და რეპუტაცია ამოწურული გაქვს, იგონებ სადღეგრძელოებს, რომ მიიპყრო ადამიანების ყურადღება ვაი პატრიოტული მოტივებით, თითქოს ქართველ კაცს გეებისგან მთავრობის დაცვა სჭირდება. ჩვენ არ ვართ ის ხალხი, რომელსაც ლგბტ ხალხის დანახვაზე შიშისგან გული მისდის და მთავრობისგან ითხოვენ დახმარებას,“ - განაცხადა ხვიჩიამ.

ინფორმაციისთვის, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უნგრეთში გამართულ კონსერვატორთა კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა, სადაც ტრადიციებს, ოჯახს და უმცირესობების თემებს შეეხო. პრემიერმა აღნიშნა, რომ როგორც არ დაუშვებენ უმცირესობის წარმომადგენლებზე ძალადობას, ასევე არ დაუშვებენ უმცირესობის უმრავლესობაზე ძალადობას. ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ ისინი იცავენ უმრავლესობის უფლებებს, რომელთათვის „დედა - ქალია, მამა კი, კაცი“.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა