კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ენტონი ბლინკენი - სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმება ახლო პერსპექტივაა, მას ექნება დადებითი ეფექტი მათ საზღვრებს მიღმაც

ნახვები: 528 ენტონი ბლინკენი - სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმება ახლო პერსპექტივაა, მას ექნება დადებითი ეფექტი მათ საზღვრებს მიღმაც

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმება ახლო პერსპექტივაა, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თქმით, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში მხარეებმა განიხილეს რამდენიმე რთული საკითხი და მიაღწიეს ხელშესახებ პროგრესს გრძელვადიანი სამშვიდობო შეთანხმების შესახებ.

„იმედი მაქვს და მჯერა, ისევე, როგორც მე, ისინი ხედავენ, რომ შეთანხმება მხედველობის არეალშია, ახლოს ვართ და ამ შეთანხმების მიღწევა, ვფიქრობ, იქნება არა მხოლოდ ისტორიული, არამედ აზერბაიჯანის და სომხეთის ხალხის ინტერესებში. მას ექნება ძალიან დადებითი ეფექტი ამ ორი ქვეყნის საზღვრებს მიღმაც. ნებისმიერი მარათონის ბოლო მილი ყოველთვის ყველაზე რთულია. ჩვენ ეს ვიცით, მაგრამ აშშ აქ არის იმისთვის, რომ გააგრძელოს ჩვენი ორივე მეგობრის დახმარება ფინიშის ხაზის გადალახვაში. ვფიქრობ, ამასთან ჩვენ ძალიან ახლოს ვართ“, – თქვა ენტონი ბლინკენმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა