კოტე კემულარია: რუსეთი ქართული ღვინისა და სასმელების იმპორტის შეზღუდვით „ქართული ოცნებისგან“ მეტ დათმობას მოითხოვს
ეროვნულმა ბანკმა „ბიტექსჩეინჯი“ 572 მილიონ ლარზე მეტით დააჯარიმა — ნანა ყეინიშვილი საბჭოს საქმიანობას ჩამოაშორეს
დათო გამცემლიძე: მოსკოვის მიერ ქართული ღვინისა და მინერალური წყლების შეზღუდვა შესაძლოა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან თავდაუსხმელობის შეთანხმების მოთხოვნას უკავშირდებოდეს
ზელენსკი: რუსეთმა დიზელზე სანქციების მოხსნისთვის მადლობა ზაპოროჟიეში 12 ადამიანის მკვლელობით გადაიხადა
პაველ ჰერჩინსკი: საქართველოსა და ევროკავშირის მეგობრობას ანტიევროპული რიტორიკა აზიანებს
დიდი ბრიტანეთი ტრამპისა და პუტინის შეთანხმების საპასუხოდ: უკრაინის მხარდაჭერას გავაგრძელებთ და რუსეთზე სანქციებს შევინარჩუნებთ
Axios: ტრამპმა პუტინთან რუსულ დიზელზე შეთანხმება გადაწყვიტა, რადგან უკრაინამ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმები არ შეწყვიტა
პაველ ჰერჩინსკი: საქართველოში ადამიანები ტროტუარზე დგომისა და „ფეისბუქზე“ პოსტების გამო ციხეში მიდიან - ევროკავშირის მინისტრები ვითარების გაუარესებას განიხილავენ

მამუკა მდინარაძე - დარწმუნებული ვარ, ვიქტორ ორბანი რუსეთის ჩრდილში ცხოვრებაში გულისხმობდა ოკუპანტი ქვეყნის მეზობლად ცხოვრებას, რაც მარტივი არ არის

ნახვები: 560 მამუკა მდინარაძე - დარწმუნებული ვარ, ვიქტორ ორბანი რუსეთის ჩრდილში ცხოვრებაში გულისხმობდა ოკუპანტი ქვეყნის მეზობლად ცხოვრებას, რაც მარტივი არ არის

დარწმუნებული ვარ, ვიქტორ ორბანმა თავის გამოსვლაში იგულისხმება ოკუპანტი ქვეყნის მეზობლად ცხოვრება, – ასე შეაფასა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ უნგრეთის პრემიერის, ვიქტორ ორბანის განცხადება.

ვიქტორ ორბანმა ბუდაპეშტში კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების ყოველწლიურ კონფერენციაზე (CPAC) აღნიშნა: „შეგვიძლია, ვისწავლოთ ირაკლი ღარიბაშვილისგან, როგორ უნდა მოახერხოს პატარა ქვეყანამ რუსეთის ჩრდილში ცხოვრება ისე, რომ შეინარჩუნოს საკუთარი ქვეყნის ღირებულებები“.

როგორც მდინარაძემ განაცხადა, ვერ წარმოუდგენია ვერცერთ ადამიანს, რომ ორბანი ჩრდილში ყოფნაში გულისხმობდა გავლენის ქვეშ ყოფნას.

„აქ იგულისხმება ოკუპანტი ქვეყნის მეზობლად ცხოვრება. პატარა ქვეყანა, რომელიც ოკუპანტი ქვეყნის მეზობლად ცხოვრობს, არის ოკუპირებული და ამ უდიდესი გამოწვევის, უდიდესი პრობლემის, საფრთხის წინაშე როგორ უნდა შეინარჩუნო მშვიდობა და გამონახო ყველა გზა ეროვნულობისთვის, მშვიდობისა და სტაბილურობისთვის, შენს ხალხზე ზრუნვისათვის და არა ისე, როგორც ჩვენი ზოგიერთი პოლიტიკოსი ზრუნავს სხვისი დავალებების შესრულებაზე. ამას გულისხმობდა და, რა თქმა უნდა, ჩრდილში ყოფნა ვერ წარმოუდგენია ვერცერთ ადამიანს, რომ ორბანი გულისხმობდა გავლენის ქვეშ ყოფნას. თქვენ გინდათ, რომ დაინახოთ გავლენის ქვეშ ყოფნა და ჩვენ ამაში ვხედავთ ოკუპანტის მეზობლად ყოფნას, ეს რომ მარტივი არ არის და ეს არის უდიდესი გამოწვევა. ოკუპანტი ქვეყანა გვყავს ერთ-ერთი მეზობელი, თავისი მასშტაბებით და თავისი ყველაფრით ამ ფონზე უდიდესი სირთულეა, რომელ სირთულესაც ჩვენ ვძლევთ, საბედნიეროდ, და მაგალითი უნდა აიღოს ყველამ, რომ ასეთი სირთულეების ფონზე ჩვენ ვახერხებთ იმას, რასაც ვახერხებთ, დავდივართ ბეწვის ხიდზე. მიუხედავად იმისა, რომ გარედან და შიგნიდან შეტევები არის ძალიან ძლიერი „ქართულ ოცნებასა“ და სახელმწიფოზე, ჩვენ ვახერხებთ ამ ქვეყანაში მშვიდობის, ეკონომიკის სტაბილურობის შენარჩუნებას, განვითარებას და, რაც ყველაზე მთავარია, ყველაფრის მიუხედავად, ეროვნულ იდენტობაზე ზრუნვას, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ამ ქვეყნის ხვალინდელი დღისა და ევროპულობისათვის“, – განაცხადა მდინარაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა