კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

საქართველოს ვიზიტით გაერო-ში სხვადასხვა ქვეყნის მუდმივი წარმომადგენლები სტუმრობენ

ნახვები: 528 საქართველოს ვიზიტით გაერო-ში სხვადასხვა ქვეყნის მუდმივი წარმომადგენლები სტუმრობენ

30 აპრილიდან 5 მაისის ჩათვლით, საქართველოს ვიზიტით გაერო-ში სხვადასხვა ქვეყნის მუდმივი წარმომადგენლები სტუმრობენ. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ვიზიტის ფარგლებში, უცხოელ დიპლომატებს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა უმასპინძლა. არაფორმალურ გარემოში გამართულ შეხვედრაზე, მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს საგარეო პოლიტიკურ მისწრაფებებზე, ქვეყანაში მიმდინარე რეფორმებსა და საქართველოს თანამშრომლობაზე როგორც გაეროსთან, ისე ორგანიზაციის წევრ ქვეყნებთან.

„ელჩების საქართველოში ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან, მათ შორის პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან. შეხვედრებზე მხარეები განიხილავენ საქართველოში სახელმწიფო მმართველობის სფეროში გატარებულ რეფორმებსა და ეკონომიკური მიმართულებით გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯებს.

გარდა ამისა, დიპლომატები მოინახულებენ წეროვანში არსებულ იძულებით გადაადგილებულ პირთა დასახლებას, შემდეგ კი საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ, სოფელ ოძისს ეწვევიან, სადაც გაეცნობიან ადგილზე არსებულ ვითარებას.

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, ელჩები ასევე გაემგზავრებიან ბათუმში, სადაც გაიმართება შეხვედრა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლებთან“,- აღნიშნულია საქართველოს საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა