საკონსტიტუციო სასამართლომ „გახარია საქართველოსთვის“ შუამდგომლობა საქმის განხილვის გადადების თაობაზე არ დააკმაყოფილა
No negotiated peace possible while Putin in power – Hudson Institute President
ზელენსკი: მზად ვარ, ფლორიდაში ტრამპსა და პუტინს შევხვდე სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად – G20-ის სამიტზე მიწვევა ჯერ არ მიგვიღია
Zelensky to attend G20 summit in Florida for talks with Trump and Putin if invited
Russia to step up ballistic missile attacks as U.S. cuts Patriot missile supplies to Ukraine – Zelensky
Trump asked Musk to lift Starlink restrictions in Ukraine – WSJ
Merz: Lasting peace in Ukraine impossible without Europe`s participation
`Nothing personal between me and Trump`- Zelensky comments on tensions with U.S.

საქართველოში უნგრეთის ელჩი - იმედი მაქვს, წელს საქართველო მიიღებს კანდიდატის სტატუსს, უნგრეთი მხარს უჭერს საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე

ნახვები: 523 საქართველოში უნგრეთის ელჩი - იმედი მაქვს, წელს საქართველო მიიღებს კანდიდატის სტატუსს, უნგრეთი მხარს უჭერს საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე

ჩვენ ვსაუბრობთ საქართველოს დაკავშირებაზე ევროპასთან და პირიქით, ევროპის კავშირზე საქართველოსთან, უნგრეთი მხარს უჭერს საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე, – ამის შესახებ საქართველოში უნგრეთის ელჩმა, ანა მარია შიკომ ქუთაისში განაცხადა, სადაც „ვიზეარის“ მეხუთე ბაზირებული ხომალდის დამატების ცერემონია გაიმართა.

ელჩი იმედს გამოთქვამს, რომ საქართველო წელს კანდიდატის სტატუსს მიიღებს.

„ეს პატარა ნაბიჯია, მაგრამ არის ამავდროულად ნახტომიც კანდიდატის სტატუსისკენ, რომელსაც იმედი მაქვს, წელს მიიღებთ. ჩვენ ბევრს ვსაუბრობთ დაკავშირებადობაზე, პოლიტიკაზე, ეკონომიკაზე, მაგრამ სინამდვილეში ეს ყველაფერი ეხება ხალხს. ახლა ეს ნაბიჯი ნიშნავს, რომ საქართველოდან მეტი ადამიანი იმოგზაურებს ევროპაში და უფრო მეტი ევროპელი ჩამოვა ულამაზესი საქართველოს სანახავად. იმედი მაქვს, აქ ვიქნებით „ვიზეარის“ მეხუთე, მეექვსე და მეშვიდე ბაზების გახსნაზეც, რადგან ეს მართლაც წარუდგენს მსოფლიოს საქართველოს და ეს ყველას ძალიან გვახარებს“, – განაცხადა ელჩმა.

 

 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა