საკონსტიტუციო სასამართლომ „გახარია საქართველოსთვის“ შუამდგომლობა საქმის განხილვის გადადების თაობაზე არ დააკმაყოფილა
No negotiated peace possible while Putin in power – Hudson Institute President
ზელენსკი: მზად ვარ, ფლორიდაში ტრამპსა და პუტინს შევხვდე სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად – G20-ის სამიტზე მიწვევა ჯერ არ მიგვიღია
Zelensky to attend G20 summit in Florida for talks with Trump and Putin if invited
Russia to step up ballistic missile attacks as U.S. cuts Patriot missile supplies to Ukraine – Zelensky
Trump asked Musk to lift Starlink restrictions in Ukraine – WSJ
Merz: Lasting peace in Ukraine impossible without Europe`s participation
`Nothing personal between me and Trump`- Zelensky comments on tensions with U.S.

ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მასზე რეაგირების მექანიზმის მორიგი შეხვედრა მიმდინარეობს

ნახვები: 523 ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მასზე რეაგირების მექანიზმის მორიგი შეხვედრა მიმდინარეობს

ერგნეთში დღეს ინციდენტების პრევენციისა და მასზე რეაგირების მექანიზმის მორიგი შეხვედრა მიმდინარეობს. მთავარი საკითხი დღევანდელ შეხვედრაზე ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭვრინისთან 21 აპრილს მომხდარი ინციდენტი იქნება, რა დროსაც რუსმა სამხედროებმა საქართველოს მოქალაქეების გატაცება სცადეს და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. ნაცემი მამაკაცი მკურნალობას ქარელის საავადმყოფოში გადიოდა.

შეხვედრაზე ქართული მხარე ბოლო ერთი თვის განმავლობაში საოკუპაციო ხაზთან უკანონო ბორდერიზაციის ფაქტებს გააპროტესტებს. მთავარი საკითხი კი საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავების ფაქტებზე მსჯელობა იქნება. ამ დროისათვის, ოკუპირებული ცხინვალის იზოლატორში საქართველოს ხუთი მოქალაქე იმყოფება.

„უაღრესად მკაცრი ვიქნებით ჭვრინისში მომხდარი ფაქტის შეფასებისას. ესაა დაუშვებელი. ესაა უკანონო დაკავების მცდელობა რა დროსაც ფიზიკური დაზიანება მიიღო მოქალაქემ. ჩვენი პოზიცია იქნება უაღრესად მკაცრი. აუცილებელია ასეთი ქმედებები იქნას აღკვეთილი. მოვითხოვთ იდენტიფიცირებას ინციდენტში მონაწილე პირების. ის ფაქტი, რომ ეს არის პოლიციის ოპერატიული ქმედების დამსახურება. ოპერატიული ჯგუფი მყისიერად მივიდა ადგილზე და მხოლოდ ამის შემდეგ დატოვეს ტერიტორია საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა. შეხვედრაზე ძირითადი აქცენტი და მთავარი საკითხი უკანონო პატიმრობაში მყოფი ჩვენი თანამოქალაქეების გათავისუფლება იქნება. ასევე შევეხებით საოკუპაციო ხაზთან დაფიქსირებულ ყველა ინციდენტს. ვიმსჯელებთ უკანონო ბორდერიზაციის ფაქტებზე. ყურადღება გამახვილდება მოსახლეობის უსაფრთხოდ გადაადგილებაზე და ზოგადად გააქტიურებული იქნება ჰუმანიტარული საკითხები“, – განაცხადა სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, ირაკლი ანთაძემ.

 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა