საკონსტიტუციო სასამართლომ „გახარია საქართველოსთვის“ შუამდგომლობა საქმის განხილვის გადადების თაობაზე არ დააკმაყოფილა
No negotiated peace possible while Putin in power – Hudson Institute President
ზელენსკი: მზად ვარ, ფლორიდაში ტრამპსა და პუტინს შევხვდე სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად – G20-ის სამიტზე მიწვევა ჯერ არ მიგვიღია
Zelensky to attend G20 summit in Florida for talks with Trump and Putin if invited
Russia to step up ballistic missile attacks as U.S. cuts Patriot missile supplies to Ukraine – Zelensky
Trump asked Musk to lift Starlink restrictions in Ukraine – WSJ
Merz: Lasting peace in Ukraine impossible without Europe`s participation
`Nothing personal between me and Trump`- Zelensky comments on tensions with U.S.

მიხეილ სარჯველაძე - „ნაციონალურ მოძრაობაში“ ორივე ნაწილი თანაბრად გამოირჩევა რადიკალურობით

ნახვები: 523 მიხეილ სარჯველაძე - „ნაციონალურ მოძრაობაში“ ორივე ნაწილი თანაბრად გამოირჩევა რადიკალურობით

მარცხი, რომელიც „ნაცმოძრაობამ“ განიცადა, უფრო და უფრო თვალსაჩინო გახდება და ამ ტენდენციას ვადევნებთ თვალს, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს პარლამენტის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განუცხადა.

მისი თქმით, „ნაციონალურ მოძრაობაში“ ორივე ნაწილი თანაბრად გამოირჩევა რადიკალურობით, რაც ყველაზე ნაკლებად სჭირდება ქართულ საზოგადოებას.

„მოსალოდნელი იყო „ნაცმოძრაობის“ რღვევა, რადგან თავის დროზე ჯგუფებს შორის ურთიერთობები იმდენად გამწვავდა, რომ იმავე სახით პარტიას რომ ეარსება, ეს წარმოუდგენელი იყო. ამიტომ, მარცხი, რომელიც „ნაცმოძრაობამ“ განიცადა, უფრო და უფრო თვალსაჩინო გახდება და ამ ტენდენციას ვადევნებთ თვალს; როგორც ოფისის გახსნა, ასევე – შეფასებები. არ მგონია, რომ პარტიაში რომელიმე ძალა იყოს მეტად და ნაკლებად საზიანო ქართული პოლიტიკისთვის, რადგან ორივე ნაწილი თანაბრად გამოირჩევა რადიკალურობით, რაც ყველაზე ნაკლებად სჭირდება ქართულ საზოგადოებას“, – განაცხადა სარჯველაძემ.

ცნობისთვის, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმად, „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ ახალი ოფისი გახსნა, სადაც პარტიის წარმომადგენლებთან შეხვედრებს მართავს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა