გოგნის ქარის ელექტროსადგური – როგორ შეიძლება ერთმა ინვესტიციამ რამდენიმე სოფლის ეკონომიკა შეცვალოს
Ukraine’s air defenses down 112 Russian drones, three missiles overnight
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,990 over past day
Vučić concedes defeat in Parliamentary election
მედია: ტრამპის ადმინისტრაცია ვიქტორ ორბანს გაეროს გენერალური მდივნის პოსტზე მხარს უჭერს – ვაშინგტონი რუსეთისა და ჩინეთის მხარდაჭერის მოპოვებასაც ცდილობს
Trump Administration backs Orbán for UN Secretary-General – media
FM Sybiha: War cannot be ended by stopping Ukraine’s resistance
Zelensky: Bipartisan support for Ukraine in U.S. grows stronger

არჩილ თალაკვაძე - კეზერაშვილი ამბობს, რომ აფინანსებს ოპოზიციურ პარტიებს, რომელთა დეკლარაციებში არსად ჩანს კეზერაშვილის დაფინანსება

ნახვები: 514 არჩილ თალაკვაძე - კეზერაშვილი ამბობს, რომ აფინანსებს ოპოზიციურ პარტიებს, რომელთა დეკლარაციებში არსად ჩანს კეზერაშვილის დაფინანსება

კეზერაშვილი ტელევიზიით პირდაპირ ამბობს, რომ ის აფინანსებს ოპოზიციურ პარტიებს. ჩავიხედოთ ამ ოპოზიციური პარტიების დეკლარაციებში, არსად ჩანს კეზერაშვილის დაფინანსება. შესაბამისად, საკითხს მეტი სიცხადე სჭირდება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, დაფინანსებასთან დაკავშირებით კეზერაშვილის განცხადება შემაშფოთებელია.

„კეთილი უნდა ინებონ ოპოზიციურმა პარტიების ლიდერებმა და პასუხი გასცენ იმას, რაზეც კეზერაშვილმა ისაუბრა. მან პირდაპირ ისაუბრა პოლიტიკურ კორუფციაზე, რომელიც ოპოზიციური პარტიების დეკლარაციებში არ არის ასახული და ეს სცდება, არღვევს წესებს, რომლებიც პოლიტიკური პარტიების საქმიანობისთვის დადგენილია საქართველოსა და ევროპული კანონმდებლობით. ეს ძალიან შემაშფოთებელი განცხადებაა. მან გუშინ ქართულ საზოგადოებას უთხრა, რომ მილიარდერი გავხდი კანონიერადო. იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს თავდაცვის ბიუჯეტიდან მოპარულია ფული, პოლიტიკურ პარტიებს და მედიას უკანონოდ აფინანსებს, მისი ფულისა და ფინანსების წარმომავლობა აბსოლუტურად ბუნდოვანია და სასამართლოს გადაწყვეტილება აქვს მიღებული, პირდაპირ ბიუჯეტის ძარცვას ჰქონდა ადგილი, მან გუშინ საზოგადოებას კიდევ ერთხელ თვალში ნაცარი შეაყარა და უთხრა, რომ კონკრეტული გამჭვირვალე ბიზნესით გამდიდრდა და დღეს კეთილშობილური მიზნები აქვს, დააფინანსოს საქართველოში რადიკალური ოპოზიცია. ვინ დაიჯერებს ამას. რა თქმა უნდა, ეს სიცრუეა. ხელისგულზე დევს, ვინ არის კეზერაშვილი. ახლა დროა, რაც მან გუშინ ილაპარაკა, ამაზე ოპოზიციური პარტიების მხრიდან განმარტებები მოვისმინოთ“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა