გოგნის ქარის ელექტროსადგური – როგორ შეიძლება ერთმა ინვესტიციამ რამდენიმე სოფლის ეკონომიკა შეცვალოს
Ukraine’s air defenses down 112 Russian drones, three missiles overnight
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,990 over past day
Vučić concedes defeat in Parliamentary election
მედია: ტრამპის ადმინისტრაცია ვიქტორ ორბანს გაეროს გენერალური მდივნის პოსტზე მხარს უჭერს – ვაშინგტონი რუსეთისა და ჩინეთის მხარდაჭერის მოპოვებასაც ცდილობს
Trump Administration backs Orbán for UN Secretary-General – media
FM Sybiha: War cannot be ended by stopping Ukraine’s resistance
Zelensky: Bipartisan support for Ukraine in U.S. grows stronger

მოწოდებას აღვიქვამთ, ერთი მხრივ, ჩვენს თანამშრომელზე ზეწოლად და, ასევე, სარედაქციო დამოუკიდებლობის შელახვის მცდელობად - პირველი არხის ბრალდება ბასილაია-შავგულიძეს

ნახვები: 514 მოწოდებას აღვიქვამთ, ერთი მხრივ, ჩვენს თანამშრომელზე ზეწოლად და, ასევე, სარედაქციო დამოუკიდებლობის შელახვის მცდელობად - პირველი არხის ბრალდება ბასილაია-შავგულიძეს

„საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის მიზნები და ღირებულებები არის კანონით განსაზღვრული და საჯარო. იგი ევროპული ინსტიტუციაა და მისი ვალდებულებაა, იყოს ქვაკუთხედი დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობის პროცესში, ხელი შეუწყოს ადამიანების მოსაზრების დაახლოებას, გააძლიეროს ქართული საზოგადოება და კულტურა.

პირველი არხის ჟურნალისტები თავდაუზოგავად შრომობენ, რათა საზოგადოებას გადამოწმებული, დაბალანსებული და მიუკერძოებელი ინფორმაცია მიაწოდონ. მიმდინარე რთული დღეების განმავლობაშიც საზოგადობრივი მაუწყებელი საზოგადოებას აწვდიდა ამომწურავ და მიუკერძოებელ ინფორმაციას მიმდინარე პროცესების შესახებ.

ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ორგანიზაცია ემსახურებოდეს მრავალფეროვანი მოსაზრებების ტრანსლირებას და პლურალიზმს. ამასთან, ჩვენ ვიაზრებთ პასუხისმგებლობას, რომელიც გვაკისრია საზოგადოების ერთიანობის შენარჩუნებისთვის და რადიკალური დაპირისპირების აღმოსაფხვრელად. ამ თვალსაზრისით შემაშფოთებელია სამეურვეო საბჭოს წევრის ლიკა ბასილაია-შავგულიძის განცხადება, რომელიც მან სამეურვეო საბჭოს სხვა ორი წევრის, ლაშა ტუღუშისა და ზაზა აბაშიძის სახელითაც გააკეთა – მოითხოვა არხის წამყვანის და ჟურნალისტის მრწამსის დადგენა და, შესაბამისად, მის მიმართ საკადრო გადაწყვეტილების მიღება.

ამ მოწოდებას აღვიქვამთ, ერთი მხრივ, ჩვენს თანამშრომელზე ზეწოლად და, ასევე, სარედაქციო დამოუკიდებლობის შელახვის მცდელობად. ადამიანის მრწამსის შესწავლის მოთხოვნა თავისთავად სახიფათო პრეცედენტია იმ საზოგადოებაში, სადაც პოლარიზაციის დაძლევის ამოცანა ისედაც მტკივნეულად დგას. ასევე, საშიშ ტენდენციას წარმოადგენს ადამიანების ორიენტაციისა და მრწამსის კვლევა და ამ ნიშნით სეგრეგაცია.

მიგვაჩნია, რომ სამეურვეო საბჭოს წევრები მაგალითს უნდა წარმოადგენდნენ თითოეული თანამშრომლისთვის, რათა ცხადი იყოს, თუ რა მიზნებს ემსახურება ეს ორგანიზაცია, თუმცა, სამწუხაროდ, ჩვენ ვხედავთ, რომ ის, ვინც უნდა იცავდეს საზოგადოებრივი მაუწყებლის მისწრაფებებს და სარედაქციო დამოუკიდებლობას, თავად ცდილობს ამის დარღვევას.

საქართველოს პირველი არხი არის და იქნება საკუთარი მისწრაფებების ერთგული. ის არის და იქნება ევროპული ინსტიტუცია, რომლისთვისაც სწორედ მრავალფეროვნებაა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ღირებულება. მიგვაჩნია, რომ ამ ღირებულებას ვიცავთ საზოგადოების წინაშე მაღალი პასუხისმგებლობით და დისკუსიათა წარმოების მაღალი სტანდარტით“.

სამეურვეო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე ლიკა ბასილაია-შავგულიძემ განაცხადა, რომ განცხადებას აკეთებს თავისი, ასევე ლაშა ტუღუშისა და ზაზა აბაშიძის სახელით.

 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა