Trump: “My stance on Russia is very simple” as he explains recent actions
Russian missile attack on Kyiv kills one person and injures three others
Zelensky: Ready to run in election before war ends
France unrest: Macron blames far-left groups for violence
Zelensky says possible US siding with Russia would be `historic mistake`
Ukraine’s FP-1 drones hit oil and digital infrastructure in St. Petersburg
Zelensky announces meetings in Europe to strengthen Ukraine’s air defense
თორნიკე შარაშენიძე: რესურსების ათვისება ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ვიქნებით უფრო უსაფრთხოდ და ვიქნებით უფრო მდიდრები

იენს სტოლტენბერგი - უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომის შედეგად გაჩენილი გაუარესებული გარემო მნიშვნელოვნად აისახება საქართველოზე

ნახვები: 538 იენს სტოლტენბერგი - უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომის შედეგად გაჩენილი გაუარესებული გარემო მნიშვნელოვნად აისახება საქართველოზე

ნატოს წევრები ერთგულები რჩებიან, საბოლოო ჯამში მხარი დაუჭირონ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის გაწევრიანებას. ამის შესახებ ნატოს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის წლიურ ანგარიშში არის ნათქვამი.

“მოკავშირეები ერთგულები რჩებიან, საბოლოო ჯამში მხარი დაუჭირონ ნატოში საქართველოსა და უკრაინის გაწევრიანებას, 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, რაც კიდევ ერთხელ დადასტურდა 2022 წლის მადრიდის სამიტზე”, - წერია ანგარიშში.

ნატოს გენერალური მდივანი აღნიშნავს, რომ აპრილში მოკავშირეები ბოსნია და ჰერცეგოვინასთვის, საქართველოსთვის და მოლდოვისთვის პოლიტიკური და პრაქტიკული დახმარების გაზრდაზე შეთანხმდნენ, რათა მათ თავიანთი ინსტიტუტებისა და მდგრადობის გაძლიერებაში დაეხმარონ, ისევე როგორც შესაძლებლობების განვითარებაში და თავიანთი პოლიტიკური დამოუკიდებლობის დაცვაში.

ანგარიში საქართველოს “ნატოს ერთ-ერთ უახლოეს მოკავშირედ” მოიხსენიებს, რომელიც ალიანსში გაწევრიანებისკენ მიისწრაფვის.

“დროთა განმავლობაში პრაქტიკული თანამშრომლობის ფართო სპექტრმა მხარი დაუჭირა საქართველოს რეფორმების ძალისხმევას და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მის მიზანს. უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომის შედეგად გაჩენილი უშიშროების გაუარესებული გარემო მნიშვნელოვნად აისახება საქართველოზე”, - წერია ანგარიშში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა