გოგნის ქარის ელექტროსადგური – როგორ შეიძლება ერთმა ინვესტიციამ რამდენიმე სოფლის ეკონომიკა შეცვალოს
Ukraine’s air defenses down 112 Russian drones, three missiles overnight
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,990 over past day
Vučić concedes defeat in Parliamentary election
მედია: ტრამპის ადმინისტრაცია ვიქტორ ორბანს გაეროს გენერალური მდივნის პოსტზე მხარს უჭერს – ვაშინგტონი რუსეთისა და ჩინეთის მხარდაჭერის მოპოვებასაც ცდილობს
Trump Administration backs Orbán for UN Secretary-General – media
FM Sybiha: War cannot be ended by stopping Ukraine’s resistance
Zelensky: Bipartisan support for Ukraine in U.S. grows stronger

გია ვოლსკი - ვინმეს თუ საქართველოსთვის სიკეთე უნდა, რიგგარეშე არჩევნებზე, რევოლუციასა და დესტაბილიზაციაზე არ უნდა ლაპარაკობდნენ

ნახვები: 514 გია ვოლსკი - ვინმეს თუ საქართველოსთვის სიკეთე უნდა, რიგგარეშე არჩევნებზე, რევოლუციასა და დესტაბილიზაციაზე არ უნდა ლაპარაკობდნენ

ვინმეს თუ  საქართველოსთვის სიკეთე უნდა, რიგგარეშე არჩევნებზე, რევოლუციასა და დესტაბილიზაციაზე არ უნდა ლაპარაკობდნენ, თუმცა სამწუხაროდ, ამ ფაქტებს ადგილი აქვს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

როგორც გია ვოლსკიმ აღნიშნა, საპარლამენტო არჩევნები ძალიან მალე 2024 წელს მოვა.

„რევოლუციური მნიშვნელობის გადაწყვეტილება არის მიღებული, რადგან არჩევნები ჩატარდება ელექტრონული სისტემით და პროპორციული წესით. თუ ვინმეს საქართველოსთვის სიკეთე უნდა, რიგგარეშე არჩევნებზე, რევოლუციასა და დესტაბილიზაციაზე არ უნდა ლაპარაკობდნენ, თუმცა სამწუხაროდ, ამ ფაქტებს ადგილი აქვს. ზოგიერთს არ მოსწონს და იძაბება, რომ ეს სისტემა „ქართულმა ოცნებამ“ შემოიღო. ექსტრემისტმა პოლიტიკუტმა ჯგუფებმა ამის განხილვაში მონაწილეობა არ მიიღეს. მათ შორის არც კონსტიტუციის განხილვაში. ეს არის პოლიტიკური თამაშები, რომელსაც ყურადღება არ უნდა მივაქციოთ – არჩევნები პროპორციული სისტემით და ელექტრონული მეთოდის გამოყენებით ჩატარდება“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა