ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, ეკონომიკური საბჭოს სხდომა გაიმართა

ნახვები: 530 პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, ეკონომიკური საბჭოს სხდომა გაიმართა

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში ეკონომიკური საბჭოს სხდომა გაიმართა.

ეკონომიკური საბჭოს წევრებმა მიმდინარე და დაგეგმილ მსხვილ ეკონომიკურ პროექტებზე იმსჯელეს. აგრეთვე განიხილეს ის ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებზეც პრემიერ-მინისტრის დავალებით აქტიური მუშაობა მიმდინარეობს.

შეხვედრაზე განიხილეს ქალაქებისა და კურორტების განვითარების პროგრამა 2023-2028, რომლის შესახებაც რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ მთავრობის მეთაურს და სხდომის მონაწილეებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. ითქვა, რომ უკვე შერჩეულია ის 10 ტურისტული ლოკაცია, რომლის რეაბილიტაციაც პირველ ეტაპზე განხორციელდება. ხაზი გაესვა, რომ ქვეყნის ეკონომიკური წინსვლისა და სტიმულირებისთვის კურორტების განვითარება განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია.

საუბარი შეეხო ეკონომიკური ზრდის მაღალ მაჩვენებელს. აღინიშნა, რომ რეგიონში შექმნილი სიტუაციისა და გლობალური გამოწვევების მიუხედავად, საქართველოს ეკონომიკა ინარჩუნებს მდგრადობას და ფიქსირდება ეკონომიკური აქტივობის მაღალი ზრდა.

აღსანიშნავია, რომ 2022 წლის განმავლობაში დაფიქსირებული მაღალი ეკონომიკური ზრდის ტენდენცია 2023 წლის იანვარშიც გაგრძელდა და ამ თვის მაჩვენებელმა 8.4% შეადგინა. მაღალი ეკონომიკური აქტივობის პარალელურად, ასევე ფიქსირდება ინფლაციის დონის შემცირება, რაც პანდემიის შემდგომ გლობალურ გამოწვევას წარმოადგენს.

ყურადღება დაეთმო პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს. შეხვედრისას ითქვა, რომ 2022 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 61.1%-ით გაიზარდა და 2 მლრდ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც აქამდე ქვეყანაში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ისტორიულ მაქსიმუმს წარმოადგენს.

ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა