საკონსტიტუციო სასამართლომ „გახარია საქართველოსთვის“ შუამდგომლობა საქმის განხილვის გადადების თაობაზე არ დააკმაყოფილა
No negotiated peace possible while Putin in power – Hudson Institute President
ზელენსკი: მზად ვარ, ფლორიდაში ტრამპსა და პუტინს შევხვდე სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად – G20-ის სამიტზე მიწვევა ჯერ არ მიგვიღია
Zelensky to attend G20 summit in Florida for talks with Trump and Putin if invited
Russia to step up ballistic missile attacks as U.S. cuts Patriot missile supplies to Ukraine – Zelensky
Trump asked Musk to lift Starlink restrictions in Ukraine – WSJ
Merz: Lasting peace in Ukraine impossible without Europe`s participation
`Nothing personal between me and Trump`- Zelensky comments on tensions with U.S.

ირაკლი ღარიბაშვილი: კანონპროექტის უკან გაწვევის გადაწყვეტილება სახელმწიფოებრივად ყველაზე სწორი და გონივრული გადაწყვეტილება იყო

ნახვები: 523 ირაკლი ღარიბაშვილი: კანონპროექტის უკან გაწვევის გადაწყვეტილება სახელმწიფოებრივად ყველაზე სწორი და გონივრული გადაწყვეტილება იყო

კანონპროექტის უკან გაწვევის შესახებ გადაწყვეტილება ამ სიტუაციაში სახელმწიფოებრივად ყველაზე სწორი და გონივრული გადაწყვეტილება იყო, ერთის მხრივ ვაჩვენეთ, რომ არავის არ მივცემთ დესტაბილიზაციის მოწყობის უფლებას, მეორეს მხრივ, ვთქვით, რომ, ვიცოდით მათი ძალიან ცუდი გეგმების შესახებ , - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ოპოზიციის ამოცანა იყო ქაოსი, მუდმივი დესტაბილიზაციის შენარჩუნება, არეულობა და მათ შეიძლებოდა რამოდენიმე ახალგაზრდა თავადვე მოეკლათ.

პრემიერ-მინისტრის თქმით, ხელისუფლება კანონპროექტის გაწვევით გაუფრთხილდა ქვეყნის სტაბილურობასა და მშვიდობას.

"ჩვენ ვთქვით, ძალიან ცხადად, მკაფიოდ იყო ნათქვამი, მეც გამოვედი ამ კანონპროექტის კენჭისყრის დღეს, გავაკეთე განცხადება, ვთქვი, რომ ჩვენმა გუნდმა გადაწყვიტა, რომ პირველი მოსმენით მივიღებდით კანონპროექტს და შემდეგ დაუყოვნებლივ ვაგზავნიდით ვენეციის კომისიაში. თუ ამას ნებისმიერი გონიერი ადამიანი და პასუხისმგებლიანი მოქალაქე ისმენს, ვინც ჩვენი ქვეყნის მომავალს უფრთხილდება, რა თქმა უნდა, ამას კარგად გაიგებდა. ვისაც ამის გაგება არ უნდოდა, ასეთი ადამიანები აღმოჩნდნენ ნაწილი ასეთი ადამიანებისა, პოლიტიკურად ანგაჟირებულები და ნაწილი, რომლებიც უბრალოდ, შეიძლება ასე ვთქვათ, მსუბუქად ნათქვამი, უბრალოდ დაიბნენ აი ამ ვითარებაში. ვენეციის კომისიაში გაგზავნის შემდეგ, ჩვენ ალბათ 3-4 თვე გვექნებოდა იმისთვის, რომ კიდევ უფრო გაგვეგრძელებინა ეს განხილვები. ამის მიუხედავად, ჩვენ ვნახეთ, რომ და მე აქვე ვიტყოდი, კიდევ ერთი კარგი რაც მოხდა. ერთი, რაც თავში ვახსენე, რომ გამოჩნდა სახელმწიფოს სიძლიერე, ჩვენი სიმტკიცე, ხელისუფლების და ამავდროულად, ჩვენი ხელისუფლების გონიერება. გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენ მივიღეთ, ამ კანონის უკან გაწვევის, ამ სიტუაციაში სახელმწიფოებრივად ყველაზე სწორი და გონივრული გადაწყვეტილება იყო. ამით ჩვენ ერთის მხრივ, რა თქმა უნდა, ვაჩვენეთ, რომ არავის არ მივცემთ უფლებას, რომ ვიღაცამ რაღაც დესტაბილიზაცია მოაწყოს, არეულობა და ქაოსი შემოიტანოს ქვეყანაში და მერე მეორე ფრონტები და ათასი სისაძაგლე გააჩაღოს. მეორეს მხრივ, ვთქვით, რომ, ვიცოდით რა მათი ამ ძალიან ცუდი გეგმების შესახებ, მათი ამოცანა იყო ქაოსი, მუდმივი დესტაბილიზაციის შენარჩუნება, არეულობა, შეიძლებოდა რამოდენიმე ახალგაზრდა მოეკლათ თავადვე და ვთქვით, რომ ჩვენ ამ ნაბიჯით ვუფრთხილდებით ჩვენთვის ყველასთვის უფრო ძვირფასს, ჩვენი ქვეყნის სტაბილურობას, მშვიდობას და არა ომს! არა ომის პოლიტიკას! მთავარი მიზანი ამ აქციების და ჩვენი დესტრუქციული, ექსტრემისტული- მე ასე ვიტყოდი, აღარ არის მხოლოდ დესტრუქციული, ეს არის უკვე ექსტრემისტული ორგანიზაცია, კოლექტიური "ნაცმოძრაობა",-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა