ბადრი ჯაფარიძე: თუ საკონსტიტუციო სასამართლო პარტიების აკრძალვის შესახებ „ქართული ოცნების“ მოთხოვნას დააკმაყოფილებს, ქვეყანა გამოუსწორებელ ზიანს მიიღებს
„თავისუფალ ბიზნესთა ასოციაცია“: საწვავის ფასი 25 თეთრამდე შეიძლება შემცირდეს – აქციზის განახევრება ბიუჯეტისთვის აუნაზღაურებელ დანაკლისს არ გამოიწვევს
„დროა“ რუსეთის მიერ „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოცხადებაზე: აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოა, ივანიშვილის რეჟიმი კი – რუსული
სააკაშვილი: ღარიბაშვილი ახალაიას საკანში შედიოდა და ჩემ წინააღმდეგ ჩვენების მიცემის სანაცვლოდ გათავისუფლებას ჰპირდებოდა
„კოალიცია ცვლილებისთვის“: ევროკომისიის ანგარიში ადასტურებს, რომ ივანიშვილის ხელისუფლების პირობებში საქართველო ევროკავშირის წევრი ვერ გახდება
ენერგეტიკული უსაფრთხოება – რა საფრთხეების წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს საქართველო და როგორ ავიცილოთ ისინი?
სამი არასამთავრობო ორგანიზაცია: „ქართული ოცნება“ არჩევნების შედეგების სრულფასოვან გასაჩივრებას ფაქტობრივად კრძალავს
რომან გოცირიძე - რა მოხდა ამერიკაში? რატომ დამარცხდნენ რესპუბლიკელები, როგორ ახსნა მარცხი ტრამპმა და სად არის სიმართლე?

ბახმუტის ვიცე-მერი - რუსები ბახმუტს სრულად არ აკონტროლებენ

ნახვები: 508 ბახმუტის ვიცე-მერი - რუსები ბახმუტს სრულად არ აკონტროლებენ

რუსეთისა და უკრაინის სამხედროები ქალაქ ბახმუტის ქუჩებში ბრძოლას აგრძელებენ, – ამის შესახებ ბახმუტის ვიცე-მერმა, ოლექსანდრ მარჩენკომ „ბიბისისთან“ ინტერვიუში განაცხადა.

ამასთან, ბახმუტის ვიცე-მერმა ტელეკომპანიასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსები ქალაქს სრულად არ აკონტროლებენ.

ოლექსანდრ მარჩენკომ ასევე განაცხადა, რომ ბახმუტში ამ დრომდე რჩება 4 000-მდე მშვიდობიანი მოქალაქე. მისი ინფორმაციით, მოქალაქეები თავშესაფრებში ცხოვრობენ და მათ არ აქვთ ბუნებრივი აირი და წყალი.

მარჩენკოს თქმით, ბახმუტში ყველა შენობა დანგრეულია და რუსებს მხოლოდ ერთი მიზანი ამოძრავებთ, უკრაინელი ხალხის გენოციდი.

„ამჟამად ქალაქთან კომუნიკაცია გაწყვეტილია. ის გარესამყაროს მოწყდა. ყველა ხიდი დანგრეულია. რუსები ყველაფრის განადგურების ტაქტიკას მიმართავენ“, – განაცხადა მარჩენკომ.

 

 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა