დონალდ ტრამპი საფრანგეთს საზღვრების დაუყოვნებლივ ჩაკეტვისკენ მოუწოდებს – „მიგრანტებმა ქვეყანა ხელში ჩაიგდეს“
ევროკომისია ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმეზე: სასამართლო სისტემის შემაშფოთებელი ინსტრუმენტალიზაცია საფრთხეს უქმნის დემოკრატიულ პლურალიზმს
საფრანგეთში არეულობების გამო ქალაქების მერებს ნაწილობრივი კომენდანტის საათის დაწესების უფლება მიეცათ
ირაკლი ღარიბაშვილის საქმე სასამართლოს არსებით განხილვაზე გადავიდა – მოსამართლემ დაცვის მხარის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა
ჟურნალისტი ვახო სანაია საკუთარ საცხოვრებელ სახლთან დააკავეს – „ჩვენ არ გავჩუმდებით, რამდენი პატიმრობაც უნდათ, იმდენი გამოწერონ“
ირაკლი ღარიბაშვილის საქმის განხილვა ღია რეჟიმში ჩატარდება – სასამართლომ პროკურატურის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა
რომან გოცირიძე: ციფრული ფული გარდაუვალი განვითარებაა, თუმცა სახელმწიფოს მოქალაქეთა ფინანსებზე კონტროლის დამატებით ბერკეტებსაც აძლევს
ჟურნალისტ ვახო სანაიას სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული სამი პოსტის გამო 30-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა

“ ნეაპოლში ყველას უყვარს, ბავშვებს მისნაირი ვარცხნილობები სურთ“-DailyMail-ი

ნახვები: 535 “ ნეაპოლში ყველას უყვარს, ბავშვებს მისნაირი ვარცხნილობები სურთ“-DailyMail-ი
ბრიტანულმა ცნობილმა გამოცემა DailyMail-მა „ნაპოლის“ ქართველ შემტევს, ხვიჩა კვარაცხელიას ვრცელი სტატია მიუძღვნა, სადაც მის საუკეთესო თვისებებს გაუსვა ხაზი და ბევრ საინტერესო ასპექტს შეეხო:
„ხვიჩა კვარაცხელია ესპანური და ინგლისური კლუბების ოცნება გახდა, თუმცა „ნაპოლის“ პრეზიდენტმა აურელიანო დე ლაურენტისმა განაცხადა, რომ იტალიურ კლუბს ფული არ სჭირდება და არანაირი მიზეზი არ არსებობს, რის გამოც ის თავის ბრილიანტებს შეელევა.“
„სამართლიანია ითქვას, რომ კვარაცხელიას ისევე უყვარს „ნაპოლი“, როგორც ნეაპოლში უყვართ ის, რომ აღარაფერი ვთქვათ ლუჩანო სორბილოს პიცაზე, წყნარ გარეუბნებზე და „მარადონას“ გარშემო შექმნილ ვითარებაზე. პირველად, როდესაც მან „ნაპოლის“ სტადიონზე საქართველოს დროშები დაინახა, მან იტალიურ კლუბს ერთგულება შეჰფიცა.“
„ქალაქში არიან ისეთები, ვინც ამბობენ, რომ ხვიჩა პიაცა მარადონაზე უნახავთ ისეთ დროს, როდესაც იქ ცოტა ხალხია, თუმცა ისინი ასევე იფიცებიან, რომ მათ არასოდეს დაუნახავთ, რომ კვარა მდიდრულ მანქანას მართავდეს. ქართველ შემტევს არ უყვარს ფუფუნება და სიმდიდრე. არც ტელევიზიის მოყვარულია და ინტერვიუებიც სძულს, რადგან ეშინია, რომ მას ვერ გაუგებენ და ასევე, არ უნდა ვარჯიშისგან ყურადღება გაეფანტოს. მას არ აქვს ტატუები, არც პირსინგი და მოკრძალებულად ცხოვრობს. ის იტალიური სამზარეულოთი, მოცარელათი და კამპანია პასტათია აღფრთოვანებული. მისი საყვარელი კერძი „სან მარცანოს“ სოუსით მომზადებული პასტაა, რომელსაც სახლში ხშირად უკვეთავს.“
„ქალაქში ახალი წლის წინა დღეს ასაფეთქებლების გამყიდველები „ბომბა კვარას“ ყიდიდნენ, სადალაქოებში კი მის ფოტოებს ხშირად ნახავთ, რადგან ბავშვებს მისნაირი ვარცხნილობები სურთ.“
„ქართველმა Sky Sports-ს უთხრა, რომ 77 ნომრის არჩევის მიზეზი მისი აგენტი იყო. ეს ციფრი დაკავშირებულია ისეთ ცნობილ ფეხბურთელებთან, როგორებიც დევიდ ბექჰემი, კრიშტიანუ რონალდუ და ლუიშ ფიგუ იყვნენ, რომელთა ყურებაც საქართველოში მას ძალიან უყვარდა.“
„77 ნომერი ნეაპოლში მაგიურად ითვლება. ის კაბალაში ქალის ფეხებს ნიშნავს და მის მფლობელს, როგორც იღბალს, ასევე განსაკუთრებულ ძალას ჰმატებს.“
„ნაპოლის“ ერთი სული აქვს ქართველს ახალი, გრძელვადიანი კონტრაქტი გაუფორმოს. იტალიური წყაროების მიხედვით, „ნაპოლის“ ქართველისთვის ხელფასის გაორმაგება და 5 წლით გახანგრძლივება სურს. თუმცაღა, ქართველის ბედი სხვა გუნდების შემოთავაზების დროს გადაწყდება. რთული წარმოსადგენია ის, თუ როგორ შეუძლია „ნაპოლიმ“ უარი თქვას 120 მილიონიან შეთავაზებაზე, როდესაც ის მხოლოდ 10 მილიონად შეიძინა. პრობლემა შესაძლოა „რეალ მადრიდი“ იყოს, რომელიც ახალ რონალდუს ეძებს. არ დავივიწყოთ „ბაიერნი“ და პრემიერლიგის ტოპ კლუბებიც. ამ მომენტში, კვარას არ სურს განცხადებების გაკეთება მომავლის შესახებ, თუმცა ერთი რამ კი ცხადია, ის იტალიაში „ნაპოლის“ გარდა სხვა არსად ითამაშებს.“
„შეუძლებელი იქნება კვარას „ნაპოლიში“ წარმოდგენა 2028 წლამდე, თუმცა თუ ფეხბურთელი ამ შემოთავაზებას დასთანხმდება, მისი გაზრდილი ღირებულება მხოლოდ კლუბს წაადგება. „ნაპოლის“ პრეზიდენტს უკვე დაგეგმილი აქვს ქართველი ტალანტის კონტრაქტი 2028 წლამდე და დადასტურებული აქვს ისიც, რომ არც მას და არც ლუჩანო სპალეტის არსად გაუშვებს.“
„რთული წარმოსადგენია ისეთი ფეხბურთელი, რომელიც ყველასავით გერმანიის, ინგლისის და ესპანეთის ტოპ გუნდებში თამაშზე ოცნებობს, მაგრამ ამავდროულად, სეზონის ბოლოს იტალიის დატოვებაც ვერ წარმოუდგენია“ - წერია სტატიაში.
 
worldsport
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა