დონალდ ტრამპი საფრანგეთს საზღვრების დაუყოვნებლივ ჩაკეტვისკენ მოუწოდებს – „მიგრანტებმა ქვეყანა ხელში ჩაიგდეს“
ევროკომისია ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმეზე: სასამართლო სისტემის შემაშფოთებელი ინსტრუმენტალიზაცია საფრთხეს უქმნის დემოკრატიულ პლურალიზმს
საფრანგეთში არეულობების გამო ქალაქების მერებს ნაწილობრივი კომენდანტის საათის დაწესების უფლება მიეცათ
ირაკლი ღარიბაშვილის საქმე სასამართლოს არსებით განხილვაზე გადავიდა – მოსამართლემ დაცვის მხარის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა
ჟურნალისტი ვახო სანაია საკუთარ საცხოვრებელ სახლთან დააკავეს – „ჩვენ არ გავჩუმდებით, რამდენი პატიმრობაც უნდათ, იმდენი გამოწერონ“
ირაკლი ღარიბაშვილის საქმის განხილვა ღია რეჟიმში ჩატარდება – სასამართლომ პროკურატურის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა
რომან გოცირიძე: ციფრული ფული გარდაუვალი განვითარებაა, თუმცა სახელმწიფოს მოქალაქეთა ფინანსებზე კონტროლის დამატებით ბერკეტებსაც აძლევს
ჟურნალისტ ვახო სანაიას სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული სამი პოსტის გამო 30-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა

უკრაინის რამდენიმე ოლქში საჰაერო განგაში გამოცხადდა - ხმელნიცკში აფეთქებების ხმა ისმოდა

ნახვები: 536 უკრაინის რამდენიმე ოლქში საჰაერო განგაში გამოცხადდა - ხმელნიცკში აფეთქებების ხმა ისმოდა

უკრაინის რამდენიმე ოლქში საჰაერო განგაში გამოცხადდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ჯერ ჩერნიგოვის ოლქი "გაწითლდა", შემდეგ კი მას კიევის, პოლტავას, კიროვოგრადის, ჟიტომირის, დნეპროპეტროვსკის, ხარკოვისა და ხმელნიცკის ოლქები მოჰყვა.

კიევის სამხედრო ადმინისტრაციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ოლქის თავზე მტრის საჰაერო სამიზნეებია აღმოჩენილი. ასევე, ჩერნიგოვის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ვიაჩესლავ ჩაუსმა განაცხადა, რომ ოლქში მოწინააღმდეგის კუთვნილი ე.წ. „კამიკაძე-დრინები“ დააფიქსირეს.

"ოლქში „შაჰიდებია“, ნუ უგულებელყოფთ უსაფრთხოებას. საჰაერო თავდაცვა წარმატებით მუშაობს", - წერს ვიაჩესლავ ჩაუსი.

ამასთან, ხმელნიცკის ოლქის სამხედო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, სერგეი გამალიმ განაცხადა, რომ ოლქში აფეთქებების ხმა გაისმა. მან მოქალაქეებს თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა