Trump: “My stance on Russia is very simple” as he explains recent actions
Russian missile attack on Kyiv kills one person and injures three others
Zelensky: Ready to run in election before war ends
France unrest: Macron blames far-left groups for violence
Zelensky says possible US siding with Russia would be `historic mistake`
Ukraine’s FP-1 drones hit oil and digital infrastructure in St. Petersburg
Zelensky announces meetings in Europe to strengthen Ukraine’s air defense
თორნიკე შარაშენიძე: რესურსების ათვისება ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ვიქნებით უფრო უსაფრთხოდ და ვიქნებით უფრო მდიდრები

საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით აშშ-ს საელჩო განცხადებას ავრცელებს

ნახვები: 538 საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით აშშ-ს საელჩო განცხადებას ავრცელებს
საქართველოს საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით აშშ-ს საელჩო განცხადებას ავრცელებს.
 
"1921 წლის ამ დღეს, საკუთარი თანამემამულეების „დაცვის" მოგონილი მიზეზით, საქართველოში საბჭოთა რუსეთის წითელი არმია შემოიჭრა. მათი განზრახვა დამოუკიდებელი სახელმწიფოს დამხობა იყო. ამ ქმედებით დაირღვა 1920 წლის მოსკოვის ხელშეკრულება, რომლითაც საბჭოთა რუსეთი პირობას დებდა, პატივი ეცა საქართველოს სუვერენიტეტისა და თვითგამორკვევისთვის. ამას მოჰყვა საბჭოთა ოკუპაციის შვიდი ათწლეული, რომლის განმავლობაშიც საქართველომ დაკარგა უამრავი მოქალაქე, ვინც ტირანიის წინააღმდეგ ხმის ამოღება გაბედა. წელს აშშ-ის საელჩო 25 თებერვლის წლისთავში განსაკუთრებულ მნიშვნელობას ხედავს, ვინაიდან რევანშისტული რუსეთი აგრძელებს საკუთარი მეზობლების დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტისთვის ძირის გამოთხრას.
ევროატლანტიკური საზოგადოება არის ერთიანი და ჩვენ მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი, წინ აღვუდგეთ რუსულ აგრესიას და მხარი დავუჭიროთ საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას", - ნათქვამია განცხადებაში.
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა