დონალდ ტრამპი საფრანგეთს საზღვრების დაუყოვნებლივ ჩაკეტვისკენ მოუწოდებს – „მიგრანტებმა ქვეყანა ხელში ჩაიგდეს“
ევროკომისია ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმეზე: სასამართლო სისტემის შემაშფოთებელი ინსტრუმენტალიზაცია საფრთხეს უქმნის დემოკრატიულ პლურალიზმს
საფრანგეთში არეულობების გამო ქალაქების მერებს ნაწილობრივი კომენდანტის საათის დაწესების უფლება მიეცათ
ირაკლი ღარიბაშვილის საქმე სასამართლოს არსებით განხილვაზე გადავიდა – მოსამართლემ დაცვის მხარის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა
ჟურნალისტი ვახო სანაია საკუთარ საცხოვრებელ სახლთან დააკავეს – „ჩვენ არ გავჩუმდებით, რამდენი პატიმრობაც უნდათ, იმდენი გამოწერონ“
ირაკლი ღარიბაშვილის საქმის განხილვა ღია რეჟიმში ჩატარდება – სასამართლომ პროკურატურის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა
რომან გოცირიძე: ციფრული ფული გარდაუვალი განვითარებაა, თუმცა სახელმწიფოს მოქალაქეთა ფინანსებზე კონტროლის დამატებით ბერკეტებსაც აძლევს
ჟურნალისტ ვახო სანაიას სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული სამი პოსტის გამო 30-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა

ირაკლი ქადაგიშვილი კასიანოვის განცხადებაზე - პირდაპირ ნაჯახივით მოქნეული პროვოკაციაა ომის ერთი წლის თავზე

ნახვები: 535 ირაკლი ქადაგიშვილი კასიანოვის განცხადებაზე - პირდაპირ ნაჯახივით მოქნეული პროვოკაციაა ომის ერთი წლის თავზე

ეს გამიზნული მორიგი პროვოკაციაა, რომელსაც დიპლომატიასთან არანაირი კავშირი არა აქვს - ეს პირდაპირ ნაჯახივით მოქნეული პროვოკაციაა ომის ერთი წლის თავზე, - ასე ეხმაურება “ქართული ოცნების“ დეპუტატი ირაკლი ქადაგიშვილი საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის ანდრეი კასიანოვის მიერ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატებთან დაკავშირებით გაკეთებულ შეფასებას.

 

ქადაგიშვილის აზრით, კასიანოვის განცხადება ნათელი ლუსტრაციაა იმისა, თუ როგორ ცდილობენ საქართველოს პროვოცირებას, რათა აქ მეორე ფრონტი გაიხსნას.

 

მისივე თქმით, “პრეზიდენტის განცხადებები ასეთი პროვოკატორების ქმედებებს ახალისებს“.

 

„ამის შემდეგ საქართველოში კიდევ ვიღაცას უჩნდება კითხვა - საქართველოში უნდათ თუ არა მეორე ფრონტის პროვოცირება? - რა თქმა უნდა, უნდათ! სამწუხაროდ, ეს განცხადება ამის ნათელი მაგალითია. დაუსრულებელი პროვოკაციების მიუხედავად, საქართველო თავის პოზიციას მაინც მყარად ინარჩუნებს, ეროვნულ ინტერესებს იცავს და საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად უკრაინელ ხალხს ამ აგრესიის დაძლევაში მხარს უჭერს. კასიანოვის განცხადება ყოველგვარ დიპლომატიურ ენას სცდება, თუ გნებავთ, მკაცრ დიპლომატიურ ენას. ეს პირდაპირ არის ნაჯახივით მოქნეული პროვოკაცია ერთი წლის თავზე. ასეთმა პროვოკაციებმა წონასწორობიდან არ უნდა გამოგვიყვანოს და საქართველო არ უნდა აიძულოს, საბედისწერო შეცდომები დაუშვას. ეს ნათელი ლუსტრაციაა იმის, თუ როგორ ცდილობენ საქართველოს პროვოცირებას, რათა აქ მეორე ფრონტი გაიხსნას. ფიქრობენ, რომ თუ ომი იქნება, რუსეთს ახალი პრობლემები შეექმნება, მაგრამ საქართველოსთვის ეს აბსოლუტურად დამანგრეველი იქნება. ამიტომ ვამბობ, რომ ეს საქართველოს წინააღმდეგ ნაჯახით მოქნეული პროვოკაციაა“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ანდრეი კასიანოვი - უკრაინული მხარე დაჟინებით სთხოვს საქართველოს ხელისუფლებას გამოიჩინოს მოწყალება და გადაიყვანოს მიხეილ სააკაშვილი სამკურნალოდ ევროპისა თუ აშშ-ს წამყვან სამედიცინო დაწესებულებებში

ანდრეი კასიანოვი - მტკიცედ უარვყოფთ ნებისმიერ ბრალდებებს, საქართველოს რუსეთთან ომში ჩაბმის მცდელობასთან დაკავშირებით

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა