Trump: “My stance on Russia is very simple” as he explains recent actions
Russian missile attack on Kyiv kills one person and injures three others
Zelensky: Ready to run in election before war ends
France unrest: Macron blames far-left groups for violence
Zelensky says possible US siding with Russia would be `historic mistake`
Ukraine’s FP-1 drones hit oil and digital infrastructure in St. Petersburg
Zelensky announces meetings in Europe to strengthen Ukraine’s air defense
თორნიკე შარაშენიძე: რესურსების ათვისება ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ვიქნებით უფრო უსაფრთხოდ და ვიქნებით უფრო მდიდრები

ბელგიის დაკავების ცენტრში ქართველი მამაკაცი გარდაიცვალა

ნახვები: 538 ბელგიის დაკავების ცენტრში ქართველი მამაკაცი გარდაიცვალა

ბელგიის დაკავების ცენტრში ქართველი მამაკაცი გარდაიცვალა. შესაბამის ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ფაქტი მერკსპლასის დაკავების ცენტრში 15 თებერვალს მოხდა. როგორც ბელგიაში პატიმრების საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციაში აცხადებენ, მამაკაცი სამედიცინო იზოლაციაში იმყოფებოდა. ის რამდენიმე დღე შიმშილობდა.

როგორც მედია წერს, დაკავებული იზოლირებულ პალატაში იყო მოთავსებული და მის მდგომარეობას ყოველ დღე ამოწმებდა ექიმი. იმიგრაციის ოფისის წარმომადგენლის, დომინიკ ერნოულდის განცხადებით, გარდაცვალებამდე ნახევარი საათით ადრე მამაკაცმა სამედიცინო შემოწმება გაიარა.

„არაფერი იყო ისეთი, რაც მანიშნებდა ჯანმრთელობის გაუარესებაზე, ასევე იმაზე, რაც დაადგენს შიმშილობასა და სიკვდილს შორის მიზეზ-შედეგობრივ კავშირს. ყველა პარამეტრი იყო ნორმაში“, -აღნიშნავს დომინიკ ერნულდი.

ანტვერპენის დაკავების ცენტრში მამაკაცის გარდაცვალების საქმეს ბელგიის პროკურატურა იძიებს. ბელგიაში პატიმრების საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციის ცნობით, მამაკაცის მისი შვილები და მეუღლე საფრანგეთში ცხოვრობენ. ცოლი მას დაკავების ცენტრში აკითხავდა.

ბელგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, მამაკაცისთვის თავშესაფრის მინიჭების განაცხადზე პასუხისმგებელი ქვეყანა საფრანგეთი იყო, შესაბამისად, ბელგიის ადმინისტრაციას მისი საფრანგეთისთვის გადაცემა სურდა. საფრანგეთმა მისი უკან მიღებაზე უარი განაცხადა. ეს იყო შიმშილობის მიზეზი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა